სირიელმა მეამბოხეებმა ქალაქ რაქაზე იერიში განაახლეს

სირიელმა მეამბოხეებმა ისლამისტების მიერ ამ დრომდე კონტროლირებად ქალაქ რაქაზე იერიში განაახლეს. „სირიის დემოკრატიული ძალების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ქალაქის აღმოსავლეთი რაიონებისა და საკვანძო გზების ექსტრემისტებისგან გათავისუფლებას გეგმავენ. ქურთი მებრძოლები სტრატეგიული მნიშვნელობის გზების ბლოკირებას ცდილობენ. რაქაზე იერიში გასული წლის ნოემბერში დაიწყო, თუმცა მაშინ მეამბოხე ძალებმა ქალაქის მხოლოდ ჩრდილოეთ ნაწილის გათავისუფლება შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები