გაერომ ყოფილი ავღანელი საველე მეთაურის წინააღმდეგ სანქციები გააუქმა

გაერომ ყოფილი ავღანელი საველე მეთაურის, გულბედინ ხექმათიარის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააუქმა. ახლა მას ავღანეთში დაბრუნება შეუძლია. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
შესაბამისი თხოვნით გაეროს ავღანეთის ხელისუფლებამ მიმართა, მან ჰექმათიარის დაჯგუფებასთან მისი საველე მეთაურის რეაბილიტაციის შესახებ სექტემბერში შეთანხმება გააფორმა.
თავის მხრივ, ხექმათიარი იღებს ვალდებულებას, რომ ის ავღანეთის კონსტიტუციას აღიარებს და ორგანიზაციის საბრძოლო ფრთის რეფორმირებას მოახდენს.
დაჯგუფება „ჰესბ-ეს-ისლამი“ ავღანეთში მეორეა სიდიდით „თალიბანის“ შემდეგ.
ხექმათიარი 1993-1996 წლებში ავღანეთის პრემიერ-მინისტრი იყო. 1996 წელს, ხელისუფლებაში თალიბების მოსვლის შემდეგ ის ქვეყნიდან გაიქცა. 2003 წელს აშშ-მა ხექმათიარი ტერორისტად გამოაცხადა.
გაეროს გადაწყვეტილებით გულბედინ ხექმათიარის ანგარიშებზე დადებული ყადაღაც მოხსნა და გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვებიც გაუქმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები