ლუგანსკში მილიციის უფროსი ააფეთქეს

აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ლუგანსკში მილიციის უფროსის, ოლეგ ანაშენკოს ავტომობილი ააფეთქეს. თავდასხმის შედეგად ანაშენკო დაიღუპა. ამის თაობაზე „ბი ბი სი” იუწყება.
ე.წ. ლუგანსკის რესპუბლიკის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ავტომობილში ორი პირი იმყოფებოდა. ორივე გარდაცვლილია, წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთი ოლეგ ანაშენკო იყო.
ცნობისთვის, ბოლო დღეებში აღმოსავლეთ უკრაინაში, განსაკუთრებით კი დონეცკის ოლქში, ვითარება მკვეთრად გამწვავდა. პრორუსი „ბოევიკები“ და უკრაინის შეიარაღებული ძალები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.  ორივე მხრიდან არიან დაღუპულები და დაჭრილები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები