ბრაზილიის ყოფილი პირველი ლედი გარდაიცვალა

ბრაზილიის ყოფილი პირველი ლედი – მარიზა ლეტისია – ექსპრეზიდენტის ლუის ინასიუ ლულა და სილვას მეუღლე, გარდაიცვალა. მას ექიმებმა ტვინის სიკვდილი დაუდგინეს და ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან გათიშეს. ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა ფეისბუქში დაწერა.
ექსპრეზიდენტის მეუღლემ 24 იანვარს ინსულტი გადაიტანა. მას შემდეგ ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოჯახმა გარდაცვლილი ქალის ორგანოების ტრანსპლანტაციაზე თანხმობა განაცხადა.
მარიზა ლეტისიას გარდაცვალების გამო, ბრაზილიის პრეზიდენტმა, მიშელ ტემერმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები