რუსეთმა ბელორუსიიდან საქონლის ხორცის იმპორტი შეაჩერა

„როსსელხოზნადზორი“ 6 თებერვლიდან ბელორუსიიდან საქონლის ხორცის იმპორტს აჩერებს. როგორც ამ უწყების ხელმძღვანელმა სერგეი დანკვერტმა განაცხადა, ხორცის იმპორტის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება იმითაა გამოწვეული, რომ  ის გაფორმებულია როგორც ბელორუსული, ხოლო სინამდვილეში წარმოებულია უკრაინასა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, რომელთა პროდუქციის წინააღმდეგ სანქციები მოქმედებს.
„ჩვენ გავმართეთ მოლაპარაკება ბელორუსიის და მინსკის ოლქის ვეტერინარულ სამსახურთან. კონკრეტულად ვკითხეთ – როგორ გამოიძიეთ ეს საქმეები? მათ კი ზღაპრების მოყოლა დაგვიწყეს. მაგრამ ჩვენ ხომ ზღაპრების ასაკიდან უკვე გამოვედით” – განაცხადა დანკვერტმა.
პარასკევს მინსკში გამართულ პრესკონფერენციაზე ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ სერგეი დანკვერტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა, ვინაიდან მან სახელმწიფოს ზარალი მიაყენა. ასევე ლუკაშენკომ რუსეთ-ბელორუსიის საზღვარზე “სასაზღვრო ზონის“ შექმნასთან დაკავშირებით მოსკოვი ადრე მიღწეული შეთანხმებების დარღვევაში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები