როგორ ჩავაცვათ ახალშობილს ზამთარში და დავაჭრათ თუ არა ფრჩხილები 40 დღემდე – პედიატრის რჩევა

ახალშობილის მოვლაზე მშობელმა, მისი სიცოცხლის პირველივე წუთებიდან უნდა იზრუნოს, ამისთვის კი ბევრი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო, მათ შორის, ჰიგიენის ნორმების დაცვა, ოთახის ტემპერატურის დარეგულირება, სუფთა ჰაერზე გასეირნება. დედამ ახალშობილი პედიატრთან, მშობიარობიდან პირველივე კვირას უნდა მიიყვანოს, რათა ყველა საჭირო რჩევა მიიღოს.
როგორ უნდა აარიდონ ბავშვი ვირუსულ ინფექციებს, რამდენად მნიშვნელოვანია ბუნებრივი კვება, რა უარყოფითი გავლენა აქვს თანამედროვე ტექნოლოგიებს ბავშვებზე, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხზე „სითი კვირას“ მედიცინის დოქტორი, ჩაჩავას კლინიკის ნეონატალური სამსახურის ხელმძღვანელი, საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი და საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ია დავითაია ესაუბრა.  

-რა ასაკის პაციენტებს მკურნალობთ?

– ჩემი პაციენტების ასაკი 0-დან 17 წლამდე ბავშვებია. მათი ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელია სისტემატიური მეთვალყურეობა, განსაკუთრებით ერთ წლამდე, რადგან ეს ყველაზე კრიტიკული პერიოდია. პირველი ვიზიტი ექიმთან უნდა განხორციელდეს სამშობიარო სახლიდან გაწერიდან პირველივე კვირას. ბავშვის დაბადება ბედნიერებასთან ერთად დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს მშობლებს, ამიტომ მათი მინიმალური სამედიცინო განათლება ძალიან მნიშვნელოვანია. ნებისმიერ კითხვაზე, რომელიც მათ უჩნდებათ ბავშვის სიცოცხლის პირველივე დღეებში, ექიმის კომპეტენტური პასუხი უნდა მიიღონ. ახალბედა დედები ექიმისგან იღებენ ინფორმაციას თუ, როგორ მოუარონ ახალშობილს, როგორ დაუმუშაონ ჭიპის ჭრილობა, რა ჰიგიენური პროცედურები ჩაატარონ, რამდენი უნდა იყოს ოთახის და აბაზანის ტემპერატურა, რატომ არის აუცილებელი ძუძუთი კვება? რატომ არის მიზანშეწონილი ჰაერზე გაყვანა სეზონის მიხედვით, ასევე ჩაცმა სეზონის მიხედვით? რას ნიშნავს გარდამავალი მდგომარეობა, რა შემთხვევაში შეიძლება შეფასდეს ფიზიოლოგიურად ან პათოლოგიურად, რა მნიშვნელობა აქვს ვიტამინ D -ს რაჰიტის პროფილაქტიკისთვის და რატომ არის ის აუცილებელი პირველი 2 წლის განმავლობაში? ეს ყველაფერი უნდა იცოდეს დედამ. ბავშვის ნებისმიერ ასაკში ექიმმა სისტემატურად უნდა შეაფასოს მისი, როგორც ფსიქომოტორული, ასევე ანტროპომეტრიული მდგომარეობა.

– რომელი სეზონისთვის არის დამახასიათებელი დიარეა?16409969_1492384417453363_1601485313_o

– ახლა ვირუსული ინფექციების სეზონია. დიარეა უფრო ზაფხულის სეზონისთვის არის დამახასიათებელი. ამჟამად კი ძირითადად ზემო სასუნთქი გზების ინფექცია, გრიპი, რინიტი, ბრონქოპნევმონია და ა.შ ფიქსირდება. პაციენტები სხვადასხვა ჩივილებით მოდიან, მათ შორის ძალიან ხშირია საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგია შეკრულობის და დიარეის სახით, თუმცა, ახალშობილებს სიცოცხლის პირველ თვეს ხშირად აღენიშნებათ სლოკინი, ბოყინი, მეტეორიზმი, რაც 3 თვისთვის ეხსნებათ. პაციენტის გამოკვლევისათვის და სწორი დიაგნოზის დასასმელად ჩაჩავას კლინიკაში ყველანაირი პირობები არსებობს. მოგეხსენებათ კლინიკა მრავალპროფილურია და გარდა სამშობიარო განყოფილებისა არის მშობელთა სკოლა, ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება, ესთეტიკური მედიცინის ცენტრი, სტომატოლოგიური კლინიკა, რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრი, ახალი ქირურგიული კლინიკა და ყველა საჭირო მომსახურეობა, როგორც ორსულისთვის, ასევე ნებისმიერი პათოლოგიის დროს.

– როგორც ვიცით, ძუძუთი კვებას ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ, თუ არსებობს შემთხვევა, როცა ეს ჩვილისთვის შესაძლოა საზიანო იყოს? 

-ბავშვის ნორმალურ ზრდა – განვითარებას სხვა ფაქტორებთან ერთად სწორი კვება განსაზღვრავს. ჩვენთვის მთავარია ექსკლუზიურად ძუძუთი კვებაზე იყვნენ ჩვენი პაციენტები. ეს ნიშნავს ჩვილის კვებას მხოლოდ დედის რძით ინდივიდუალური რეჟიმით, მოთხოვნილების მიხედვით 8-12 ჯერ დღე-ღამეში. მთელი თავისი არსებობის განმავლობაში კაცობრიობამ უზარმაზარი ტექნიკური რევოლუცია მოახდინა, მრავალი ხელოვნური ნარევი დაამზადეს, მაგრამ დედის რძის ანალოგი მაინც ვერ შექმნეს. დედის რძე ცოცხალი ნივთიერებაა, რომელიც მუდმივად იცვლება ბავშვის მოთხოვნილების მიხედვით. მასში საუკეთესო თანაფარდობით არის წარმოდგენილი ბავშვისათვის საჭირო ყველა სასიცოცხლო ნივთიერება: წყალი, ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მინერალები, ფერმენტები და სხვა. იმავდროულად დედის რძე ბავშვის პირველი აცრაა, რაც იმას ნიშნავს, რომ პატარას სხვადასხვა ინფექციების, ალერგიული თუ სხვა სახის დაავადებებისაგან იცავს. იგი ადვილი მოსანელებელია, უსაფრთხო და მოსახერხებელია, არ საჭიროებს ადუღებას და შეთბობას, ხელს უწყობს ბავშვის სრულყოფილ ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას. თუმცა, არსებობს დაავადებები, რომელთა დროსაც არ ინიშნება არა მარტო ქალის რძე არამედ საერთოდ რძის პროდუქტები და ამას რასაკვირველია ექიმი განსაზღვრავს. მაგალითად ისეთი დაავადება, როგორიცაა ფენილკეტონურია, რომლის დროსაც დაუშვებელია ნებისმიერი რძის ხმარება გარკვეულ ასაკამდე და სწორედ ჩვენს ქვეყანაში საბედნიეროდ ტარდება ახალშობილთა სკრინინგი სამშობიარო სახლშივე, რამაც შესაძლებელი გახადა ამ ვერაგი დაავადების თავიდან აცილება. ამ მხრივ სამშობიარო სახლის თითოეული ახალშობილი უზრუნველყოფილია. არის შემთხვევები, როდესაც ლაქტაცია შეუძლებელია დედებში სხვადასხვა მძიმედ მიმდინარე დაავადებების დროს, ან ლაქტაციის სრულიად არ არსებობა.  16491261_1492384447453360_989988035_o

– რა ასაკიდან უნდა აცრას მშობელმა ბავშვი?

– ძალიან კარგია, რომ სახელმწიფოს აქვს აცრების ეროვნული კალენდარი, რომლის მიხედვითაც 0-დან თოთხმეტი წლის ჩათვლით გაწერილია ვაქცინაციის ვადები და რა ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს გეგმურად. ჩვენს კლინიკაში არის სპეციალური კაბინეტი, სადაც დაცულია ყველა ის წესი, რომელიც სტანდარტით არის გათვალისწინებული. ანუ ვაქცინა უნდა იყოს ხარისხიანი, ვადიანი, შენახვის წესები უნდა იყოს დაცული, მისი მოტანა და შენახვა სპეციალური კონტეინერებში ხდება გასნაზღვრული ტემპერატურით. იმისათვის, რომ სრულად დავიცვათ ჩვენების და უკუჩვენების წესები თითოეულ ასაცრელ ბავშვს სინჯავს პედიატრი, უტარდება სათანადო გამოკვლევა და მხოლოდ ამის შემდეგ ცრიან. ეროვნული კალენდრის მიხედვით ბავშვების აცრა იწყება სამშობიარო სახლშივე, როგორც B ჰეპატიტის ასევე ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინით, შემდგომ 2 თვის ასაკიდან იცრება ბავშვი ყივანახველის, ტეტანუსის, B ჰეპატიტის, დიფტერიის, პოლიომელიტის, როტავირულუსი ინფექციის, პნემოკოკური ინფექციის, წითელა, წითურა, ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინებით, რასაკვირველია სხვადასხვა ვადებში კალენდრის მიხედვით. ძალიან კარგია რომ ყველა ეს აცრა სახელმწიფოს მიერ არის უზრუნველყოფილი და უფასოა.

– ვირუსების სეზონის შესაბამისად, ალბათ, მატულობს მომართვიანობაც. რას ურჩევდით მშობლებს?

– რასაკვირველია შემოდგომა – ზამთრის პერიოდში მომართვიანობა ძირითადად ვირუსულ ინფექციებს უკავშირდება. პირველ რიგში, რაც შეგვიძლია ვურჩიოთ მშობლებს სეზონის დადგომისთანავე ჩაიტარონ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ამავე პერიოდში თავი შეიკაონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან. არ იყოს ოჯახში ზედმეტი ხალხმრავლობა და სტუმრიანობა, განსაკუთრებით უნდა მოარიდონ ახალშობილი სკოლის ასაკისა და საბავშვო ბაღის ბავშვებს. ასევე მნიშვნელოვანია ბინის ხშირი განიავება, ჰაერზე ხშირად გაყვანა, ზედმეტი ტანსაცმლის ჩაცმა და ა. შ.

– მოძველებულ მეთოდებსა და ცრურწმენებზე რას გვეტყვით?

– არის მთელი რიგი საკითხებისა, რომლებიც მისაღებია ჩვენი ბებიებისგან და ბაბუებისგან, მაგრამ არის საკითხები, რომლებმაც აქტუალობა დაკარგეს ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად. მაგალითად, ძველად იხმარებოდა აკვანი, რომლის გამოყენება იმ ეპოქაში, ალბათ, აუცილებელი იყო, მაგრამ დღეს მისი ხმარება შეუძლებელია. ხშირად გვეკითხებიან მშობლები, უნდა მოვაჭრათ ფრჩხილები ახალშობილს 40 დღემდე თუ არა? რასაკვირველია აუცილებლად უნდა მოვაჭრათ, თუმცა, იყო ეპოქა, როდესაც დახვეწილი მაკრატლები არ არსებობდა და ამდენად ვერ ჭრიდნენ ფრჩხილებს. დღეს ეს პრობლემა აღარ არსებობს. ძალიან ხშირად ბებიებს და ბაბუებს ეჩვენებათ, რომ ბავშვი ცოტას ჭამს, რის გამოც ულუფას ზრდიან და აჩვევენ ბავშვს ზედმეტი საკვების მიღებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს ჭარბწონიანობას და სამწუხაროდ ასეთი კატეგორიის ბავშვები მომავალში სხვადასხვა დაავადებების განვითარების რისკის ქვეშ არიან. ბოლო დროს ბავშვის გაზრდასა და აღზრდაში სულ უფრო მეტად მონაწილეობენ მამები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის სწორი აღზრდისა და განვითარებისათვის. კარგი იქნებოდა, ჩვენი მშობლები უფრო მეტ დროს უთმობდნენ ეთიკური ნორმების გამომუშავებას ჩვილობის ასაკიდან.16444041_1492384440786694_2134037177_o

– რა რჩევები გაქვთ თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებით. პლანშეტს, კომპიუტერს ტელეფონს უნდა მოვარიდოთ თუ არა ბავშვები?

– სამწუხაროდ, ტექნოლოგიები ცივილიზაციის ერთ-ერთი კომპონენტია და ამის გარეშე, ალბათ, ვერ გაიზრდება დღეს ვერც ერთი ბავშვი, მაგრამ ამაში ზომიერებას თუ დავიცავთ კარგი იქნება. ზომიერება არის ის, რომ 3, 4, 5 წლამდე ბავშვი ტელეფონით არ უნდა თამაშობდეს. მაგალითად ბევრი მშობელი ტელეფონის საშუალებით კვებავს ბავშვს, ტელეფონით ართობს ტირილის დროს, რაც ყოვლად დაუშვებელია. რაც შეეხება კომპიუტერს, პლანშეტებს 3-4 წლიდან შეიძლება მათი ხმარება, მაგრამ ძალიან მცირე დროით. ჯობია, ბავშვები თავიდანვე მივაჩვიოთ სპორტს, ან განვსაზღვროთ რისი მიდრეკილებაც აქვს ბუნებრივად, იმის მიხევდით დავაინტერესოთ. გარდა იმისა, რომ გონებრივი განვითარებისთვის არ არის სასარგებლო კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა, უამრავ ბავშვს აქვს პრობლემები სკოლიოზის და მხედველობის სახით.

– რა ასაკამდეა რეკომენდებული ბავშვის ჰიგიენური საფენების გამოყენება?

-ჰიგიენური საფენები ძალიან დიდი შვებაა მშობლებისთვის, მაგრამ ბავშვის გარკვეულ ასაკამდე. ამასაც აქვს თავისი დრო. უნდა შევეცადოთ ერთი წლიდან უკვე, ნელ-ნელა გადავაჩვიოთ საფენს. მშობლები უნდა შეეცადონ, რომ ჩვილობის ასაკიდანვე, ერთი და იგივე დროს დასვან ბავშვი ქოთანზე, რათა მას გამოუმუშავდეს რეფლექსი და ნელ ნელა გადაეჩვიოს საფენს. ეს პროცედურა ააცდენს ბავშვს შეკრულობას, რაც ესოდენ გავრცელებული და შემაწუხებელი მოვლენაა ნებისმიერ ასაკში. ჩვილობის ასაკიდანვე სასურველია მოვუაროთ პირის ღრუს და ვასწავლოთ ჩვილ ბავშვს ჯაგრისის ხმარება. რაც უფრო ადრე დავიწყებთ ამ პროცედურებს, მით უფრო მყარი იქნება რეფლექსი. ასევე, მნიშვნელოვანია კვების სწორი მეთოდი. კვებიდან კვებამდე ბავშვების კოვზით დევნა არასწორია. უნდა არსებობდეს სპეციალური კვების რეჟიმი, ასაკის მიხედვით და ერთი და იმავე ადგილას, მაგიდასთან უნდა შეეჩვიოს ჭამას. თუ გვინდა, რომ ბავშვი ჯანმრთელი იყოს ყველა ნორმალური თვისება პირველივე წელს უნდა ჩამოვუყალიბოთ.

ესაუბრა თამარ შელია
წყარო : city.kvira.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები