ნინო წილოსანი: არაბიზაცია წარმოუდგენლად დისკრიმინაციული და ქსენოფობიურია, ყველას ვთხოვ, რომ მსგავსი ტერმინის გამოყენებისგან თავი შეიკავოს
,,არაბიზაცია წარმოუდგენლად დისკრიმინაციული და ქსენოფობიურია, ყველას ვთხოვ, რომ მსგავსი ტერმინის გამოყენებისგან თავი შეიკავოს, ნებისმიერი ერის ასე ნეგატიურ ჭრილში მოხსენიება რადიკალური ოპოზიციის სტილში ზუსტად ჯდება”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისი თქმით,
„იგლ ჰილსის“ პროექტი ხაზარაძისეულ ანაკლიის პროექტს ვერ შეედრება.
„ანაკლიის მისეულ პროექტს „იგლ ჰილსის“ პროექტს ვერ შევადარებთ, რომელიც მისი მაჩვენებლებით შეუფასებელია. ეს ბოლო ათწლეულების მანძილზე ყველაზე მსხვილი უცხოური ინვესტიციაა, რომელმაც ქართულ ეკონომიკას განსაკუთრებული მუხტი უნდა მისცეს. ამ პროექტის საპირწონედ პოლიტიკოსებად წოდებული ადამიანები გამოდიან და აკრიტიკებენ, რომელთაც თავად ანაკლიის პროექტი გაყინეს, ვერაფერი შეასრულეს. მათ მოტივაციას ვხედავთ, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერ კარგს ებრძოლონ“, – განაცხადა წილოსანმა.