“ოთხ წელიწადში ერთხელ საქართველოს მოქალაქეს მოუწევს ჩამოსვლა საკუთარ ქვეყანაში, აქ კარგად გაცნობა და გააზრება იმის, თუ რა პოლიტიკური მდგენელია” – მათიკაშვილი

“არავის ერთმევა ხმის მიცემის უფლება. ოთხ წელიწადში ერთხელ საქართველოს მოქალაქეს მოუწევს ჩამოსვლა საკუთარ ქვეყანაში, აქ კარგად გაცნობა და გააზრება იმის, თუ რა პოლიტიკური მდგენელია და შემდგომ ისე – საარჩევნო უფლების განხორციელება”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

ის მმართველი გუნდის მიერ დაგეგმილ, „საარჩევნო კოდექსის“ ფუნდამენტურ განახლებას გამოეხმაურა, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება უცხოეთში მყოფი პირების მიერ არჩევნებში ხმის მიცემის წესს ეხება.

„დაწვრილებით განიმარტა ის მიზეზები, რის გამოც არის უმჯობესი, რომ გათვითცნობიერებული და ყოველგვარი ზეწოლისგან თავისუფალი გადაწყვეტილება მიიღოს საქართველოს არარეზიდენტმა მოქალაქემ. რადიკალური ოპოზიცია ცდილობს საზოგადოების კიდევ ერთხელ მოტყუებას. მათთვის ეს ჩვეული პრაქტიკაა, თუმცა ტყუილები ძალიან მალე გამოაშკარავდება. არავის ერთმევა ხმის მიცემის უფლება. ოთხ წელიწადში ერთხელ საქართველოს მოქალაქეს მოუწევს ჩამოსვლა საკუთარ ქვეყანაში, აქ კარგად გაცნობა და გააზრება იმის, თუ რა პოლიტიკური მდგენელია და შემდგომ ისე საარჩევნო უფლების განხორციელება“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები