“ფორუმის მიზანი თუ ევროკავშირის გაფართოებაა, მაშინ რატომ არ უნდა იყოს მიწვეული ქვეყანა, რომელიც რეფორმების გატარების და საუკეთესო პრინციპების დანერგვის ერთ-ერთი ფლაგმანია?” – წილოსანი

“ფორუმის მიზანი თუ ევროკავშირის გაფართოებაა, მაშინ რატომ არ უნდა იყოს მიწვეული ქვეყანა, რომელიც რეფორმების გატარების და საუკეთესო პრინციპების დანერგვის ერთ-ერთი ფლაგმანია?”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანი გამოეხმაურა საკითხს, თუ რატომ არ არის მიწვეული საქართველო ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე.

როგორც ვიცე-სპიკერმა განმარტა, ევროკავშირს გაფართოება რეალურად თუ სურს, საქართველო იმ უნიკალური შესაძლებობების ქვეყანაა, რომელმაც წლების მანძილზე ბევრი გააკეთა, რომ კანდიდატ ქვეყნებს შორის საუკეთესო გამხდარიყო.

“ფორუმის მიზანი თუ ევროკავშირის გაფართოებაა, მაშინ რატომ არ უნდა იყოს მიწვეული ქვეყანა, რომელიც რეფორმების გატარების და საუკეთესო პრინციპების დანერგვის ერთ-ერთი ფლაგმანია? ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი ახსნა აქვს – მიკერძოებული მიდგომა და საქართველოს პოლიტიკური დასჯის სურვილი. ნებისმიერმა ქართველმა იცის, წლებია, საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები