,,იმედი მაქვს, ბრიუსელში ისეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, რომელიც მიმართული იქნება ქართული საზოგადოების, ქართველი ხალხის დასჯისკენ”,- ამის შესახებ
საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბრიუსელი ყველა მექანიზმსა და ბერკეტს იყენებს, რათა ქართული საზოგადოება დააშანტაჟოს.
„საქართველოსთან მიმართებით სავიზო რეჟიმის წესების ცვლილებებს განიხილავენ, ამ საკითხზე მუდმივად საუბრობენ მაშინ, როდესაც არანაირი საფუძველი არ არსებობს, ქართულ საზოგადოებას უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხით აშინებდე. ჩვენთვის ცხადი ხდება, რომ ბრიუსელი ყველა მექანიზმს, ყველა ბერკეტს იყენებს, რათა ქართული საზოგადოება დააშანტაჟოს ან ქართული საზოგადოების მიმართ გამოიყენოს გარკვეული სადამსჯელო ინსტრუმენტები.
იმედი მაქვს იმისა, რომ ბრიუსელში ისეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, რომელიც მიმართული იქნება ქართული საზოგადოების, ქართველი ხალხის დასჯისკენ“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.