მახაშვილი – „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით ხაზარაძის განცხადებებზე: ეს არის იაფფასიანი დემაგოგია, რაც აჩვენებს, რომ მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის ცდილობენ ამ თემით მანიპულირებას

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი „იგლ ჰილსის“ საინვესტიციო პროექტთან დაკავშირებით ,,ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის კრიტიკას გამოეხმაურა.

„მან ყველაზე კარგად იცის, რომ ეს არის ჩვეულებრივი კომერციული საქმიანობის ნაწილი, მას თავად ჰქონდა ანაკლიის პროექტის დროს გასაიდუმლოებული ეს ინფორმაცია, ვინაიდან ეს იყო კომერციული საიდუმლო. ამიტომ, მისი მხრიდან, ეს არის ჩვეულებრივი, იაფფასიანი დემაგოგია, რაც აჩვენებს, რომ მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის ცდილობენ ამ თემით მანიპულირებას, ხალხის ემოციებზე თამაშს და ამის უკან არაფერი რეალური არ არის, გარდა მცდელობისა, რომ იაფფასიანი პროპაგანდით შეეცადონ ამ პროექტის დისკრედიტაციას“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები