“კორუფციის დასამარცხებლად აუცილებელია, ქვეყნის პირველი პირები არ აკეთებდნენ ფულს; თუ გნებავთ, ამას დაარქვით „კორუფციასთან ბრძოლის სააკაშვილის ფორმულა” – სააკაშვილი
“კორუფციის დასამარცხებლად აუცილებელია, ქვეყნის პირველი პირები არ აკეთებდნენ ფულს. თუ გნებავთ, ამას დაარქვით „კორუფციასთან ბრძოლის სააკაშვილის ფორმულა“, – ამის შესახებ საქართველოს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„პირველ რიგში, სწორედ ამის გამო დავამარცხე თავის დროზე კორუფცია, ხოლო როდესაც პირველი პირების უმთავრესი მიზანი ფულის ქაფვაა, მაშინ ყველანაირი კორუფციული დაჭერები მხოლოდ ამ პირველ პირებზე კორუფციული ნაკადების გადმოქაჩვას ემსახურება“, – წერს სააკაშვილი.