ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, ამ წუთებში, “ბათუმელების” და ” ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ამაღლობელის საქმეზე, სავარაუდოდ, განაჩენი გამოცხადდება.
პროკურორები ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოტანილი განაჩენის გამკაცრებას და მისთვის პატიმრობის შეფარდებას არა 2 წლით, არამედ 4-დან 7 წლამდე ვადით ითხოვენ.
დაცვის მხარე მზია ამაღლობელის უდანაშაულოდ ცნობას და მის გათავისუფლებას მოითხოვს. დღევანდელ სხდომაზე სწორედ ადვოკატები იტყვიან დასკვნით სიტყვას.
შეგახსენებთ, ამაღლობელს ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა (სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი).