„ფორდი“ ჰიბრიდულ მანქანებს და ელექტრომობილებს გამოუშვებს
ამერიკულმა საავტომობილო კომპანია „ფორდმა“ ოფიციალურად განაცხადა, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში ჰიბრიდულ მანქანებს და ელექტრომობილებს გამოუშვებს. საერთო ჯამში, 13 ახალი მოდელის გამოშვებაა დაგეგმილი. კერძოდ, ფორდი ცნობილი სპორტული მოდელის „მუსტანგის“ ჰიბრიდულ ვერსიას გამოუშვებს.
გარდა ამისა, ჰიბრიდული იქნება Ford F-150-ის მოდელიც. ამის შესახებ გამოცემა Car and Driver იუწყება. ახალი ავტომობილების შექმნაზე კომპანიამ 4,5 მილიარდი დოლარი გამოყო. ახალ მოდელებს შორის იქნება ელექტრომობილი ჯიპი, რომელსაც დამუხტვის გარეშე 480 კილომეტრის გავლა შეუძლია და ჰიბრიდული ავტომობილი ავტოპილოტით.
პოლიციისთვის Taurus-ის და Explorer-ის ჰიბრიდული ვერსიების გამოშვება იგეგემება. ასევე ფორდი ტაქსებისთვის Transit Connect-ის ჰიბრიდულ ვერსიას გამოუშვებს.