“დიდი კედელი” დიდ ეკრანებზე

მონსტრის წინააღმდეგ აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაპირისპირებული ჯარებიც კი ერთიანდებიან და დათვის (შავი), ვეფხვის (ყვითელი), არწივის (წითელი), ირემის (მეწამული) და წეროს (ლურჯი) ძლევამოსილი მეომრები მონსტრის პირისპირ დგებიან.
განსაკუთრებული ჯავშანი, „შავი ოქრო“ და იმპერატორის სიყვარულიც კი ვერ აღუდგება წინ მონსტრს და ფუტკრების არმიას, რომლის მოგერიებაც სრულიად წარმოუდგენელია.
გარინი და ბალარდი სხვა პატიმრებთან ერთად ბრძოლაში ერთვებიან და საოცარი მამაცობის წყალობით, გენერალ შაოს პატივისცემას იმსახურებენ.
მაგრამ მთავარი მტერი დასამარცხებელია, მონსტრი ცოცხალია, ევროპელ ავანტიურისტებს კი „შავი ოქროს“ საიდუმლოს მოპარვის იმედი ჯერაც არ დაუკარგავთ.
„გმირის“ და „მფრინავი ხანჯლების სახლის“ რეჟისორი იმოუ ჟანი ახალი ტიპის სარეჟისორო მასტერ კლასებს გვთავაზობს. მასშტაბური საბრძოლო სცენების, ფერებისა და სიუჟეტური მრავალფეროვნების მოყვარულებმა „დიდი კედელი“ 26 იანვრიდან შეგიძლიათ ნახოთ, მეთ დეიმონი ფილმში ამოსუნთქვის საშუალებას არ მოგცემთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები