„აშ შაბაბის“ „ბოევიკები“ ირწმუნებიან, რომ სომალიში 57 კენიელი სამხედრო მოკლეს

ისლამისტური დაჯგუფების „აშ შაბაბის“ „ბოევიკები“ ირწმუნებიან, რომ სომალის სამხრეთ ნაწილში კენიელი სამხედროების ბანაკზე თავდასხმის შედეგად 57 სამხედრო მოკლეს.
„ბოევიკების“ ინფორმაციით, თავდასხმის დროს მათ დანაღმული ავტომობილები გამოიყენეს. სამხედროთა ნაწილმა ტყეს შეაფარა თავი.
თავის მხრივ, კენიელი სამხედროები “ბოევიკთა“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პროპაგანდას უწოდებენ. მათი ინფორმაციით, თავდასხმა მოგერიებული იყო და ისლამისტებმა „ათობით ადამიანი დაკარგეს“.
„აშ შაბაბი“ სომალიში მოქმედი ისლამისტური დაჯგუფებაა, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არის დაკავშირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები