შევეცადეთ გაგვერკვია, თუ რას უკავშირდებოდა „ჯეოსელის“ გეგმური სამუშაოები, რამდენად დაცული იყო კომპანიის ინფორმაციული უსაფრთხოება, ჰქონდა თუ არა კომპანიას კიბერუსაფრთხოების განყოფილება, რომელიც კიბერინციდენტებზე შესაბამის რეაგირებას მოახდენდა და საერთოდ, როგორ უმკლავდებოდა ის იმ გამოწვევებს რომლებიც დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას ახლდა.

მართალია, ზოგიერთ შეკითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ, რაც კომპანიის პიარის სამსახურში უსაფრთხოების ნორმების დაცვით ახსნეს, თუმცა ვფიქრობ, რომ ინტერვიუ მკითხველისთვის მაინც საინტერესო იქნება.

11111111111111– რამდენად ხშირად ატარებთ გეგმურ სამუშაოებს, რომლის დროსაც, აბონენტებს ქსელში გარკვეული შეფერხებები ექმნებათ, მაგალითისთვის ვერ ახორციელებენ სატელეფონო ზარებს, და ვერ ამყარებენ ინტერნეტთან წვდომას?

– მსგავსი მაგალითები არ აღემატება ერთეულ შემთხვევებს. ამის შესახებ კომპანია ყოველთვის აქვეყნებს წინასწარ ინფორმაციას საკუთარ ვებ გვერდზე და ასევე სხვადასხვა არხების მეშვეობით წინასწარ აფრთხილებს საკუთარ მომხმარებლებს.

რა განაპირობებს ასეთი სამუშაოების აუცილებლობას?

– ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და არსებულის ახალი სისტემებით ჩანაცვლება. „ჯეოსელი“ მუდმივად ნერგავს უახლოეს ტექნოლოგიებს, რის გამოც საჭიროა პერიოდული, გეგმური სამუშაოების ჩატარება, რომელთა უმეტესობა ღამის საათებში ტარდება მომხმარებლებისათვის შეუმჩნევლად ან მომსახურების უმნიშვნელო შეფერხებით.

– „ჯეოსელის“ ზოგიერთი მომხმარებელი თვლის, რომ დაძველებული სისტემები გაქვთ და ხარვეზებს სწორედ ეს განაპირობებს. რას ეტყოდით მათ?

– როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ტექნოლოგიები მუდმივად საჭიროებს განახლებასა და არსებულის ახალი სისტემებით ჩანაცვლებას. ამიტომ, კომპანია ახორციელებს გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს, რომელთა მიზანია უპასუხოს ბაზრის თანამედროვე გამოწვევებს და შესთავაზოს მომხმარებელს მასზე მაქსიმალურად ორიენტირებული სერვისები და მომსახურება.

121212როგორ ფიქრობთ, კიბერუსაფრთხოების კუთხით, თქვენი კომპანია რამდენად დაცულია?

საერთაშორისო კომპანია ვართ და ამ სტანდარტების მიხედვით “ჯეოსელი” შვედური სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგის, Telia Company-ის წევრია. საერთაშორისო ჯგუფის წევრობა თავისთავად გულისხმობს იმას, რომ მის შემადგენლობაში შემავალ ყველა კომპანიაში დანერგილია უსაფრთხოების თანამედროვე სისტემა, რაც მომხმარებლის დაცულობას მაქსიმალურად უზრუნველყოფს. მომხმარებელი და მისი მონაცემთა უსაფრთხოების დაცულობა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია “ჯეოსელში”.

შეგიძლიათ უფრო კონკრეტულად მითხრათ, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის განსახორციელებლად რომელი სტანდარტებით და რა ტექნიკური მოდელით ხელმძღვანელობთ?

– საკითხის კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, მეტ დეტალებს, სამწუხაროდ ვერ მოგაწოდებთ.

– რამდენიმე დღის წინ, ჯეოსელის აბონენტებს  გაეგზავნათ  შეტყობინება, სადაც ნათქვამი იყო, რომ სოლიდური დავალიანება ჰქონდა.რატომ მოხდა ეს ფაქტი?  ეს იყო გაუგებრობა თუ ტექნიკური ხარვეზი? 

downloadაღნიშნული  შეტყობინება  არ დაეგზავნათ  სწორ ადრესატებს,  რაზეც კომპანიამ  დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინა  და აბონენტებს დაუგზავნა განმარტებითი  შეტყობინება:  Gtxovt, ar gaitvaliscinot 26.01.17-shi mighebuli shetyobineba davalianebis shesaxeb. Nomris balansis shesamocmeblad akrifet *120#.Bodishs gixdit uxerxulobistvis.

გყავთ ინფორმაციული უსაფრთხოების ექსპერტები? თუ ასეა, რა შეგიძლიათ გვიამბოთ
ამ განყოფილებაზე? როდიდან არსებობს, რამდენი ადამიანია დასაქმებული, რა გამოწვევების წინაშე დგანან?

– გვყავს  საერთაშორისოდ აღიარებული კომპანიების მიერ სერთიფიცირებული ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ზემოთაღნიშნულ საკითხებზე.

კიბერუსაფრთხოების განყოფილება თუ გაქვთ?  თუ ასეა რომელი წლიდან არსებობს? რამდენი ადამიანია დასაქმებული, რა გამოწვევების წინაშე დგანან? შეგიძლიათ გაიხსენოთ 2008 წლის მოვლენები, რა სირთულეების წინაშე იყავით მაშინ? იყო თუ არა სისტემის გატეხვის მცდელობა, როგორ აღადგინეთ, რა რესურსი დახარჯეთ ამისთვის, დაგჭირდათ თუ არა საერთაშორისო მხარდაჭერა და ა.შ.  ასევე საინტერესოა თუ რა შიცვალა 2008 წლის შემდეგ?

– საკითხის კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, მეტ დეტალებს, სამწუხაროდ ვერც აქ მოგაწოდებთ.

სოციალურ ქსელში ჯეოსელის სახელით არაერთი ანგარიშია გახსნილი, თვლით თუ არა, რომ ზოგიერთი მომხმარებლისთვის ეს შესაძლოა დამაბრკოლებელი ფაქტორი იყოს. ზოგჯერ, ამ ვებგვერდებით ცრუ ინფორმაციაც ვრცელდება. თუ გიცდიათ ამ საკითხის მოგვარება?

– ყალბი გვერდების არსებობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით უქმნის პრობლემას კომპანიებს, სწორედ ამიტომ, არსებობს  გვერდები, რომელთაც “ჯეოსელის” მსგავსად, აქვთ სპეციალური ეგრეთ წოდებული „Verified“ ნიშანი, რაც ადასტურებს მის ოფიციალურობას. ჩვენ პერმანენტულად გვაქვს კომუნიკაცია ფეისბუქის წარმომადგენელთან, რათა დროულად მოხდეს ასეთი გვერდების დაბლოკვა. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, დეტალურ ინფორმაციას ვაწვდით ჩვენს ფეისბუქმომხმარებელს.

-საინტერესოა ფლობს თუ არა თქვენი კომპანია ისეთ აპარატურულ უზრუნველყოფას, რომელიც Spam Firewall-ის გასაფილტრად გამოიყენება?

-როგორც უკვე აღვნიშნეთ, კომპანია ფლობს სხვადასხვა სახის უსაფრთხოების სისტემებს.

– რა ტიპის სისტემებს? Firewall-ზე გკითხეთ, რადგან არსებობის შემთხვევაში ისინსპექტირებას აკეთებს დამისამართების დონეზე, რის გამოც მომხმარებლებს სარეკლამოშეტყობინებები აღარ ეგზავნებათ. ჩემი ინფორმაციით, ერთ-ერთ თქვენს კონკურენტ კომპანიას აქვს ეს სისტემა, თქვენ?

– საკითხის კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, მეტ დეტალებს, სამწუხაროდ ვერ მოგაწოდებთ.

ყოფილა თუ არა კომპანიაში ისეთი შემთხვევა, როდესაც მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების გადინება მომხდარა? არსებობის შემთხვევაში გთხოვთ გაიხსენოთ როდის მოხდა ეს ფაქტი, რა მიზეზით და რა რეაგირება მოჰყვა ამ ყველაფერს?

– როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მომხმარებელთა მონაცემების დაცვის კუთხით კომპანიაში შესაბამისი სამუშაოები პერმანენტულად მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, მომხმარებელთა პესონალური მონაცემები დაცულია და მათი კონტროლი სისტემატიურად მიმდინარეობს. არსებობს პრევენციის მოქნილი და ეფექტური მექანიზმები.

დღეს სარეკლამო კომპანიები მომხმარებლებთან პირდაპირი მარკეტინგის გზით, გზავნიან სხვადასხვა სარეკლამო შეტყობინებებს. საიდან აქვთ მათ აბონენტების ტელეფონის ნომრები? თქვენ აწდვდით?

– აბონენტების მონაცემთა ბაზა არის მაქსიმალურად დაცული და მათი გადაცემა არ ხდება იმ კომპანიებისათვის ვინც პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისათვის ახორციელებს სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნას.

როდესაც მომხმარებელი ნომერს ყიდულობს, არის თუ არა ხელშეკრულებაში ნახსენები ის ფაქტი, რომ მისი ნომერი შესაძლოა რომელიმე სარეკლამო კომპანიის ხელში აღმოჩნდეს და მასზე სხვადასხვა სარეკლამო შეტყობინებები გაიგზავნოს?

– არა, თუმცა ჩვენი კონტრაქტი არის საჯარო და მისი გადამოწმების საშუალება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს. გვერდი: https://geocell.ge/uploads/GEO_Subscriber_Agreement.pdf

– იმ შემთხვევაში თუ ნომრებს ზემოხსენებულ კომპანიებს არ აწვდით, როგორ ახსნით იმ ფაქტს, რომ აბონენტებთან სარეკლამო შეტყობინებები იგზავნება? არის თუ არა ეს კანონდარღვევა და თუ ასეა, როგორ ებრძვით ამ საკითხს?

– როგორც ზემოთ მოგახსენეთ, კომპანია ოპერირებს ყველა საერთაშორისო სტანდარტის და კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობა არის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი.  რაც შეეხება თქვენთვის საინტერესო დეტალებს, გთხოვთ, მიმართოთ იმ კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ ზემოხსენებულ სარეკლამო მოკლე ტექსტურ შეტყობინებების გაგზავნას.

– გასაგებია, რომ სარეკლამო კომპანიებს აბონენტების ნომრებს არ აწვდით, მაგრამ ცალსახაა რომ სარეკლამო შტყობინებები  მომხმარებლებისთვის პრობლემას წარმოადგენს. ცხადია სხვა კომპანიებშიც დგას ეს საკითხი, მაგრამ თქვენს შემთხვევაში რა პრევენციულ ღონისძიებებს მიმართავთ და რამდენად ეფექტურია ეს პრევენციული ღონისძიებები?

 “ჯეოსელი” მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, შესაბამისად აბონენტმა თავად უნდა გადაწყვიტოს, მიიღოს ესა თუ ის სარეკლამო შეტყობინება თუ არა. როგორც უკვე განგიმარტეთ, „ჯეოსელი“ ამ შემთხვევაში არ არის გამგზავნი. შესაბამისად, დამატებითი კითხვით უნდა მიმართოთ გამგზავნ კომპანიას.

– ყოფილა თუ არა თქვენს კომპანიაზე კიბერთავდასხმის მცდელობა? დადებითი პასუხის შემთხვევაში გთხოვთ გაიხსენოთ როდის, რა ინფორმაცია მოიპოვეს ბოროტმოქმედებმა და როგორ განვითარდა მოვლენები

 კომპანია აღჭურვილია კიბერ შეტევებისგან დაცვის  თანამედროვე სისტემით, რაც საშუალებას გვაძლევს  ეფექტურად ავიცილოთ ასეთი შემთხვევები. ამისათვის კომპანიაში არის 24 საათის რეჟიმში მომუშავე გუნდი. ჩვენ ამ მიმართულებით, ცნობიერების ამაღლების მიზნით გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს მომხმარებელთან: შეტყობინებები ვებ გვერდზე და სოციალური ქსელით.

 – ანუ  ყოფილა კონკრეტული კიბერინციდენტი თუ არა?

 – საკითხის კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, მეტ დეტალებს, სამწუხაროდ ვერ მოგაწოდებთ.

– გთხოვთ გვიამბობთ თქვენს სამომავლო გეგმებზე. რა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას გეგმავთ, გთხოვთ დაგვისახელოთ რამდენიმე.

-კომპანიის მთავარი მიზანი მომხმარებლისთვის თანამედროვე, ინოვაციური სერვისების დანერგვა და საზოგადოებისათვის სასარგებლო პროექტებისა და პროდუქტების შეთავაზებაა. კომპანია როგორც მისი აბონენტების და კორპორაციული კლიენტების საიმედო პარტნიორი, ფოკუსირებას ახდენს ძლიერი, სტაბილური ქსელის უზრუნველყოფაზე.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი სწორედ ტექნოლოგიების განვითარებას ემყარება. გარდა ამისა, ჩვენ ვგეგმავთ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობის გაგრძელებას, როგორიცაა გარემოს დაცვითი უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ინიციატივა  – პროექტი „მოვლა“. ასევე,  “ჯეოსელის” ინოვაციების ლაბორატორიაში წლის განმავლობაში ჩატარდება ტექნოლოგიებში ქალთა გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივები და უფროსი თაობის ადამიანებისათვის ტექნოლოგიების შესასწავლი კურსები.

გაგრძელდება, აგრეთვე, ჯეოსელ-ჰაბის საგანმანათლებლო-შემეცნებითი აქტივობები, თბილისსა და რეგიონებში. ჯეოსელის მხარდაჭერით წელსაც გრძელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ  და აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ინიცირებული  ათასწლეულის  ინოვაციის კონკურსი. პროექტის მიზანია  ახალგაზრდებში ინოვაციური იდეების წახალისება,  მოსწავლეების დაკავშირება წარმატებულ მეცნიერებთან და კერძო სექტორთან, რაც დაეხმარება მათ სამომავლოდ პარტნიორობის დამყარებაში, გამოცდილებისა და ცოდნის მიღებაში. გამარჯვებული გუნდი, 2017 წლის აპრილში,  NASA-ში, აშშ–ში გაემგზავრება.
წყარო : http://cyber.kvira.ge/18296/