რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ოჯახში ცემის დეკრიმინალიზაციის კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვით ოჯახში ცემის პირველი შემთხვევის დეკრიმინალიზაცია მოხდება.  კანონპროექტს 380-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 3 წინააღმდეგი იყო. ამის შესახებ “ბი-ბი-სი“ იუწყება.
კანონპროექტი სახელმწიფო დუმაში გასული წლის შემოდგომაზე შეიტანეს. საკითხის განხილვისას რუს დეპუტატთა ნაწილი ორსული ქალების, არასრულწლოვანთა და შშმ პირების ცემისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შენარჩუნებას მოითხოვდნენ, თუმცა ამ წინადადებას დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები