ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ჭედური ხელოვნების ექსპონატების გამოფენა გაიხსნა

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში მალხაზ ბარბაქაძის, დავით მონოვარდისაშვილის, ერეკლე წულაძის, დავით ბაშარულის, ზეზვა საღლიანის, თამარ ბახტაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოიფინა 150-მდე განსხვავებული ჟანრისა და თემატიკის ექსპონატი ლითონ-პლასტიკის მიმართულებით.
ლითონის მხატვრული დამუშავების ერთ-ერთ უძველესი ხერხი ლითონის პლასტიკური დეკორაციაა. ჭედურ ხელოვნებაში პრიორიტეტი ოდითგანვე მამაკაცებს ეკუთვნოდა, რადგან ლითონის დამუშავება დიდ ძალისხმევას, ტიტანურ შრომასა და ენერგიას მოითხოვდა.
თითოეული ავტორი გამოირჩევა საინტერესო ხედვითა და შესრულების ორიგინალური მანერით.
გამოფენა 9 თებერვლამდე გასტანს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები