ლევან გოთუას ხსოვნის დღე აღინიშნება

30 იანვარს, 17 საათზე, თბილისში, ლევან გოთუას სახელობის სკვერში ქართული მწერლობის კლასიკოსის, დრამატურგის, პუბლიცისტის, მთამსვლელისა და საზოგადო მოღვაწის – ლევან გოთუას ხსოვნის დღე აღინიშნება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს,  ხსოვნის დღეს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ჩოხოსანთა საზოგადოება ატარებს, რომლის თავმჯდომარეა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე.
მისამართი: გოთუას ქუჩა, N 91 ავტობუსის ბოლო გაჩერება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები