ვიქტორია ნულანდი თანამდებობას ტოვებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპის და ევრაზიის საკითხებში ვიქტორია ნულანდი თანამდებობას ტოვებს, – ამის შესახებ სააგენტო “ასოშიეტედ პრესი” იუწყება.
ნულანდის გარდა სახელმწიფო დეპარტამენტს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეები ჯოის ბარი და მიშელ ბონდი, ასევე სახელმწიფო მდივნის მოადგილე პატრიკ კენედი დატოვებენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონადლ ტრამპმა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე რექს ტილერსონის კანდიდატურა წარადგინა. მისი კანდიდატურა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭრა და ხლა სენატმა პლენარულ სხდომაზე უნდა დაამტკიცოს/
ვიქტორია ნულანდი ბოლო წლებში უკრაინაში არსებული კონფლიქტების მოგვარებაში აქტიურად მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები