კონსერვატორიის დიდი დარბაზი 75 წლისაა

თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზს წელს, 28 იანვარს, გახსნიდან 75 წელი უსრულდება.
როგორც „კვირას“ კონსერვატორიაში განუცხადეს, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით იმავე რიცხვში, 28 იანვარს, 19:00 საათზე, დიდ დარბაზში კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის სტუდენტების კონცერტი გაიმართება.
მონაწილეობენ: ეკა ბოკუჩავა, ირმა გიგანი, ანა გილიგაშვილი, თამარ გოჩაშვილი, ზაზა გაგუა, ნუცა ზაქაიძე, გიორგი კუზანაშვილი, თამთა მაღრაძე, თამარ მახარაძე, სალომე მოდებაძე, ლაშა მღებრიშვილი, გიორგი მჭედლიშვილი, ლექსო პირმისაშვილი, გიორგი საჯაია, ლევან ტაბატაძე, თათა ქორქაძე, ოთარ შიშინაშვილი, ასლან ჩიქოვანი, მარიამ ჩიკვაიძე, ეთერ ცქიფურიშვილი,დავით ჯიშკარიანი, ალექსანდრე ჯულაყიძე. თბილისის გოგონათა გუნდი ომარ ბურდულის ხელმძღვანელობით.
დიდი დარბაზი 2017 წელს განახლებული ინტერიერითა და ინფრასტრუქტურით შეხვდა.
2016 წელს კონსერვატორიის დიდ დარბაზში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით სარემონტო-განახლებითი სამუშაოები განხორციელდა.
განახლდა ინტერიერი, შეკეთდა და მოიხვეწა სცენა, რბილი იატაკი შეიცვალა ხის, მუხის იატაკით, დამონტაჟდა ახალი სავარძლები. შედეგად დარბაზის აკუსტიკური მონაცემები გაუმჯობესდა.
2017 წელი კონსერვატორიისთვის საიუბილეო წელია: კონსერვატორია დაარსებიდან 100 წლის, დიდი დარბაზი კი 75 წლის იუბილეს აღნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები