უკრაინაში მიმდინარე წელს ხანძრით 231 ადამიანი დაიღუპა

მიმდინარე წლის დასაწყისიდან უკრაინაში არაერთი ხანძრის შედეგად 231 ადამიანი დაიღუპა და 137 დაშავდა. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სამსახური იუწყება.
„როგორც წესი, ხანძრის მიზეზი გამათბობლების ექსპლოატაციის დროს სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევაა. ასევე ხანძრების მიზეზი არაფხიზელ მდგომარეობაში მოწევა და ბავშვების ცეცხლთან თამაში ხდება“, – აცხადებენ სამსახურში.
ხანძრების რაოდენობა უკრაინაში ზამთრის სეზონზე მკვეთრად მატულობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები