ინდოეთში რუსეთის ელჩი გარდაიცვალა

ინდოეთში რუსეთის ელჩი – ალექსანდრე კადაკინი დელის საავადმყოფოში გარდაიცვალა. საელჩოს ინფორმაციით, ამის მიზეზი „ხანმოკლე ავადმყოფობა“ გახდა.
სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, კადაკინი ინდოეთში ელჩის თანამდებობას 2000 წლიდან იკავებდა.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, ელჩის გარდაცვალების მიზეზი გულის არითმია გახდა. კადაკინი 67 წლის იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები