სირიაში თურქი ჯარისკაცი დაიღუპა

სირიის ჩრდილოეთ ნაწილში თურქი ჯარისკაცი დაიღუპა. სამხედრო მოსამსახურე ოპერაციაში „ევფრატეს ფარი“ მონაწილეობდა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
თურქეთის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, საბრძოლო შეტაკება ქალაქ ალ-ბაბის მახლობლად მოხდა, დაიჭრა ხუთი სამხედრო მოსამსახურე . დაჭრილი ჯარისკაცები თურქეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ოპერაცია „ევფრატეს ფარი“ 24 აგვისტოს დაიწყო. მისი მიზანი ჩრდილოეთ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები