ტრაპმი გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსების შემცირებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საერთაშორისო ორგანიზაციებში შეერთებული შტატების როლის გადახედვას გეგმავს, რაც მათი დაფინანსების შემცირებას ითვალისწინებს. ამის შესახებ გაზეთი “The New York Times” წერს.
კერძოდ, ტრამპის ერთ-ერთი ბრძანებულება შეერთებული შტატების მხრიდან ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის დაფინანსების შეწყვეტას ითვალისწინებს, რომლებმაც პალესტინის ნაციონალურ ადმინისტრაციას და პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციას სრულფასოვანი სტატუსი მიანიჭეს. ასევე, ამ სიაში მოხვდება ორგანიზაციები, რომლებიც ირანის და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებას უჭერენ მხარს.
დაფინანსება შეუწყდება ასევე ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს ტერორიზმს  უჭერენ და ადამიანის უფლებების დარღვევაში მონაწილეობენ.
ასევე, ბრძანებულება საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინასების 40%-ით შემცირებას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები