კასპის მუნიციპალიტეტი სოფელ ახალციხის მცხოვრებლებს ექიმი-ოფთალმოლოგის უფასო კონსულტაციას სთავაზობს
კასპის მუნიციპალიტეტი სოფელ ახალციხის მცხოვრებლებს ექიმი-ოფთალმოლოგის უფასო კონსულტაციას სთავაზობს. სამედიცინო მომსახურებას 55 წელს ზემოთ პაციენტებს თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ გაუწევს.
როგორც კასპის მუნიციპალიტეტის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერია, აქციის მიზანი კატარაქტით დაავადებული პაციენტების გამოვლენაა და შემდგომ საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში, მათი ქირურგიული მკურნალობა, უახლესი ფაკოემულსიფიკაციის (უნაკერო) მეთოდით.
სამედიცინო დახმარების მსურველებს მუნიციპალიტეტი ხვალ, 15:00 -დან-17:00 საათამდე
ახალციხის ამბულატორიის შენობაში პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად ელოდება.