ბერლინალეზე რეზო გიგინეიშვილის „მძევლების“ პრემიერა გაიმართება

წელს ბერლინალეზე კიდევ ერთი ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი – რეზო გიგინეიშვილის „მძევლების“ მსოფლიო პრემიერა სექციაში Panorama Special შედგება.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფილმი „მძევლები“ ქართული და პოლონური კინოცენტრების ერთობლივი დაფინანსებით შეიქმნა. „მძევლების“ ერთ-ერთი პროდიუსერი კი „ოსკაროსანი“ ფილმის, „იდას“ მთავარი პროდიუსერი ევა პუშინსკაა.
ფილმი 1983 წლის რეალურ  ამბავს ეფუძნება. სიუჟეტი სამგზავრო თვითმფრინავის გატაცების მცდელობას ასახავს საბჭოთა კავშირიდან თავის დაღწევის მიზნით. რეჟისორთან ერთად სცენარზე მწერალმა ლაშა ბუღაძემ იმუშავა.
ფილმში მთავარ როლებს თინა დალაქიშვილი, ირაკლი კვირიკაძე, გიგა დათიაშვილი, გიორგი გრძელიძე, გიორგი ტაბიძე, გიორგი ხურცილავა, ვახტანგ ჩაჩანიძე, ეკატერინე კალატოზიშვილი, დარეჯან ხარშილაძე, მერაბ ნინიძე, ავთანდილ მახარაძე და მიშა გომიაშვილი ასრულებენ.
„მძევლების“ გარდა ბერლინალეზე უჩვენებენ, ასევე: ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმს „ჩემი ბედნიერ ოჯახი“, რატი ონელის დოკუმენტურ ფილმს „მზის ქალაქი“ და ნათია ნიკოლაშვილის ანიმაციური ფილმს „ლილე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები