აშშ-ის მომავალი ელჩი ევროკავშირში ვარაუდობს, რომ ევრო წელიწადნახევრის შემდეგ გაქრება

ამერიკელი პროფესორი ტედ მალოკი, რომლის დანიშვნასაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროკავშირში ელჩად გეგმავს, აცხადებს, რომ ევრო წელიწადნახევრის შემდეგ გაქრება. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
მალოკმა ასევე განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი საბაჟო კავშირიდან და ერთიანი ბაზრიდან უნდა გავიდეს და ბრიუსელის ბიუროკრატიის გვერდის ავლით, სავაჭრო ხელშეკრულებები დამოუკიდებლად გააფორმოს.
ტედ მალოკი ასევე აცხადებს, რომ ბრიუსელის ყველა მცდელობა, ვაშინგტონსა და ლონდონს შორის მოლაპარაკებები დაბლოკოს, არის აბსურდული და ის ჰგავს „ქმრის მცდელობას, ცოლს საყვარლის ყოლა აუკრძალოს.“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები