დონალდ ტრამპმა მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის ბრძანებულებას ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის ბრძანებულებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ტრამპი კვლავაც მოითხოვს, რომ კედლის მშენებლობა მექსიკამ უნდა დააფინანსოს. გარდა ამისა, ტრამპმა იმ ქალაქების დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, რომლებიც არალეგალურ მიგრანტებს იფარებენ.
კედლის მშენებლობა მექსიკის საზღვარზე დონალდ ტრამპის ერთ-ერთი წინასაარჩევნო პირობა იყო. ახლა ამ გადაწყვეტილებას კენჭი უნდა უყაროს კონგრესმა.
თავის მხრივ, მექსიკის პრეზიდენტმა, ენრიკე პენია ნიეტომ განაცხადა, რომ ეს ქვეყანა კედლის მშენებლობის დაფინანსებას არ გეგმავს.  ასევე, მან სინანული გამოთქვა დონალდ ტრამპის ამ გადაწყვეტილების გამო და განაცხადა, რომ “მექსიკას კედლების არ სჯერა“.
16358632_10207834992384363_1263840390_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები