აზერბაიჯანში ჟურნალისტი როვშან მამედლი დააკავეს

ბაქოში ჟურნალისტი როვშან მამედლი დააკავეს. მას სასამართლომ პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლით 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ „კავკაზსკი უზელი” იუწყება.
მამედლის ადვოკატები აცხადებენ, რომ ჟურნალისტი 23 იანვარს დააკავეს და მოსამართლის განაჩენის შესახებ მათ მხოლოდ 24 იანვარს შეიტყვეს. მამედლი თითქოს მობილური ტელეფონით საუბრობდა და იგინებოდა. პოლიციამ მას წესრიგისკენ მოუწოდა, მაგრამ მამედლი ამ მოთხოვნას არ დაემორჩილა. „ეს ახალგაზრდა აქტივისტების დაკავების კლასიკური მაგალითია, რომელსაც ბოლო დროს პოლიცია იყენებს“  – განაცხადა ადვოკატმა ელჩინ სადიგოვმა.
ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებულ ჟურნალისტთან შეხვედრას გეგმავს და ამის შემდეგ სააპელაციო სასამართლოში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები