ქუვეითში 7 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

ქუვეითის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყანაში 7 ადამიანი, მათ შორის 5 უცხოელი სიკვდილით დასაჯეს. სიკვდილით დასჯილთა შორის  სამეფო გვარის წარმომადგენელიც არის.
სააგენტო KUNA-ს ინფორმაციით, შეიხმა ფეისლა აბდალა ალ-ჯაბერ ას-საბახს სიკვდილით დასჯა სასამართლომ 2010 წელს ჩადენილი მკვლელობისთვის მიუსაჯა. სიკვდილით დასჯილთა შორის ეგვიპტის ორი, ფილიპინების და ეთიოპიის თითო მოქალაქე, ასევე ბანგლადეშის მოქალაქეა.
ყველა სიკვდილმისჯილი ჩამოახრჩვეს, ეს 3 წლის განმავლობაში ქუვეითში სიკვდილით დასჯის პირველი შემთხვევაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები