თათრეთში ტერაქტი აღკვეთეს

რუსეთის ფედერაციის თათრეთის რესპუბლიკის სამართალდამცველმა ორგანოებმა დანაშაულებრივი დაჯგუფების საქმიანობა აღკვეთეს, რომელიც ტერაქტების მოწყობას გეგმავდა. ამის შესახებ თათრეთის შს მინისტრმა არტიომ ხოხორინმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ტერორისტები საავიაციო ქარხნის აფეთქებას გეგმავდნენ. დაკავებულია რამდენიმე პირი.
ხოხორინის ინფორმაციით, ეჭვმიტანილთა შორის თათრეთში დაბადებული პირები იყვნენ, რომლებიც ამჟამად შვედეთში ცხოვრობენ.
ცნობისთვის, ყაზანის საავიაციო ქარხანა სამხედრო, სამოქალაქო და სპეციალურ თვითმფრინავებს აწარმოებს. აქ სტრატეგიულ ბომბდამშენებსაც აწყობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები