ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაშვებული დარღვევების გამოძიების პირობა დადო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაშვებული დარღვევების გამოძიება მოხდება.  „მე მოვითხოვ, რომ შესაბამისმა სამსახურებმა არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების გამოძიება უფრო დეტალურად ჩაატარონ, მათ შორის იმ შემთხვევების, როდესაც ამომრჩეველი ერთდროულად ორ შტატში იყო დარეგისტრირებული, ვინც ხმა უკანონოდ მისცა და ვინც საერთოდ გარდაცვლილია, მაგრამ ამომრჩეველთა სიაში ირიცხება“ დაწერა ტრამპმა ტვიტერში. ამის შესახებ “ბი-ბი-სი“ იუწყება.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ამ ფაქტების შესახებ აშშ-ის უზენაეს სასამართლოს მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები