მაიკლ ჯექსონის ქალიშვილი: მამაჩემი მოკლეს
ცნობილი პოპვარსკვლავის მაიკლ ჯექსონის ქალიშვილი პერის ჯექსონი ამბობს, რომ მამამისი ნარკოტიკების ჭარბი დოზით არ გარდაცვლილა, არამედ ის მოკლეს. ამის შესახებ 18 წლის პერისმა ჟურნალ Rolling Stone სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ოფიციალური ვერსიით, მაიკლ ჯექსონი 2009 წლის 25 ივნისს გარდაიცვალა პროპოფოლის ჭარბი დოზის მიღების გამო.
პერის ჯექსონი აცხადებს, რომ საზოგადოებრიობამ ამ ისტორიის მხოლოდ ნაწილი იცის. მისი თქმით, მაიკლ ჯექსონის ხშირად ამბობდა, რომ მისი მოკვლა სურთ. „ის ამბობდა – ერთხელ ისინი მომკლავენ“ – აცხადებს პერის ჯექსონი.
ჟურნალისტის კითხვას დარწმუნებულია თუ არა რომ მამამისი მოკლეს, პერის ჯექსონმა განაცხადა : „აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ“.