ბელორუსიაში პოლიციამ ცნობილი რუსი ფერმწერის მოპარული ტილო აღმოაჩინა

ბელორუსიის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოკურიერები დააკავეს, რომელთა ჩხრეკისას ნარკოტიკების გარდა, ცნობილი რუსი ფერმწერის, ივან შიშკინის ტილო აღმოაჩინეს, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი მუზეუმიდან 2013 წელს მოიპარეს. სპეცოპერაცია ქალაქ ჟდანოვიჩში ჩატარდა. დაკავებულებს კოკაინი, ექსტაზის ტაბლეტები და ჰაშიში აღმოაჩნდათ. ასევე აღმოჩენილია ივან შიშკინის ტილო „ტყე, ფიჭვები“, რომელიც 1897 წლით არის დათარიღებული. შიშკინის ტილოს ფასი დაახლოებით 2 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ბელორუსიის შსს -ს ინფორმაციით, მის გაყიდვას დაკავებულები ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ცდილობდნენ, თუმცა ფასზე ვერ შეთანხდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები