აბრუცოს პროვინციაში ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა

იტალიის აბრუცოს პროვინციაში სასტუმროზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.  მაშველებმა დღეს კიდევ რამდენიმე ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, 6 ადამიანი ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ზვავი Rigopiano-ს სასტუმროზე 18 იანვარს საღამოს ჩამოწვა. მისი მიზეზი, სავარაუდოდ, ძლიერი მიწისძვრა გახდა, რომელიც იტალიის ცენტრალურ ნაწილში დაფიქსირდა.
სამაშველო სამუშაოები გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ ამ რაიონში 24 იანვარს სამაშველო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. მის ბორტზე მყოფი ექვსივე პირი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები