„გულს რაც გიჩქარებს, მხოლოდ ის გამახსოვრდება“ – როგორ გადაარჩინა მარიკა ორჯონიკიძემ იმედი…

ხატვა და მუსიკა ბავშვობიდან უყვარდა, თუმცა მერე მათემატიკას გაჰყვა… ხატვა 24 წლის ასაკში დაიწყო, მაგრამ ომებს, არეულობას, უიმედობას მეუღლის გარდაცვალებაც დაერთო და შემოქმედებაზე ფიქრი დროებით შეწყვიტა. როცა არ ხატავდა, ლექსებს წერდა და ტკივილს ასე იქარვებდა…
სკოლაში მათემატიკას ასწავლის. ამბობს, რომ ადვილი  იოლი არ არის, ასეთ საპასუხისმგებლო სამსახურთან ერთად, დრო გამონახო პოეზიისთვის, ხატვისთვის, მაგრამ როცა გიყვარს, ყველაფერს შეძლებ.
დღემდე ასე უყვარს და ამ განცდით იქმნება თითოეული ლექსი თუ ნახატი. – მარიკა ორჯონიკიძის პერსონა.

16118553_1215937625120902_421246379_n– ჩემი ბავშვობა – ეს ის დროა, როცა სამყარო ერთი დიდი ზღაპარი მეგონა. მახსოვს, თოვლი რომ დნებოდა და ალაგ-ალაგ მიწა გამოჩნდებოდა, როგორ ველოდებოდი ყოჩივარდების გამოჩენას.
მახსოვს დატკეპნილი ბილიკები, როგორ მელამაზებოდა და მეთბილებოდა. ცაცხვის აყვავება მახსოვს და მასზე ფუტკრების ბზუილი. ფარდული მახსოვს, სადაც ძველ ნივთებს ვინახავდით. ის სუნი მახსოვს ძველი ნივთების. ჩვენს ეზოში დიდი ხე რომ მოჭრეს, როგორ ლამაზად დაეცა, ის მახსოვს. რაღაც რომ ჩამწყდა გულში. ალბათ ეს არის სიკვდილი-მეთქი, გავიფიქრე.
მახსოვს: „ჩემო ქვეყნიერების თვალოო“, „ჩემო ყინწვისის ანგელოზოო“, – ასე დედა მეფერებოდა. მერე, რომ გავიზარდე, „ჩემო“ „აბრეშუმოთი“ შეცვალა.
ტურების კივილი მახსოვს. ქამა სოკოს და ჩამოყრილი წაბლის ნახვით გამოწვეული სიხარული. კოპიტი მახსოვს და მის ქვეშ დადებული დიდი ქვა. ჩამოვჯდებოდი ამ ქვაზე და ვფიქრობდი… ყველა ოცნება მახსოვს, რაც არ შესრულდა. თოვლი მოსულაო, დედა რომ გაგვაღვიძებდა და ფანჯარას მივაწყდებოდით. ის სითეთრე და თოვლით დაზნექილი ხეები მახსოვს. დათოვლილი ხურმები და მასზე ჩიტების ჟრიამული. ნატვრისთვალი?! როგორ ვეძებდი, რაღაცატომ სულ ბუჩქებში.
შაშვის ჭახჭახი მახსოვს, ექოს რომ აძლევდა კლდისძირი… მამა ბოლოს რომ ვნახე, მისი თვალები მახსოვს. მიდიხარ, მაკუნაო…
რამდენი ადამიანი მხვდება ქუჩაში, მაგრამ იქიდან მხოლოდ მათხოვარი მახსოვს, სად იჯდა დაგლეჯილი ფლასით. გულს რაც გიჩქარებს, ალბათ, მხოლოდ ის გამახსოვრდება.
რა პატარა, რა უმნიშვნელო თითქოს, როგორ იზრდება დროსთან ერთად, როგორ გეძვირფასება და გულში არ გეტევა.
 პირველი ლექსები16128701_1215934875121177_396889425_n
– უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, ერთ-ერთ კვლევით ინსტიტუტში გამანაწილეს. მაშინ ასეთი წესი იყო. საკავშირო სახელმწიფო საპროექტო ტექნოლოგიური ინსტიტუტი…
თითქმის სულ ახალგაზრდები ვიყავით. „ცისფერ მთებს“ რომ ვუყურებ, სულ ჩვენი ინსტიტუტი მახსენდება. განყოფილების გამგე, ბატონი შალვა ზრდილობის გულისთვის გამოიხედავდა ხოლმე კაბინეტიდან და გვკითხავდა, რას შვრებით, ხომ მუშაობთო, მარიკ, ახალი ნახატი არ დახატეო? განყოფილებაში დაფა ეკიდა და ყოველდღე ახალ ნახატს ვხატავდი. ერთხელ მკითხა, ლექსებს არ წერო? არ მიცდია-მეთქი.
არ გეგონოთ, ჩვენ ინსტიტუტს, რაიმე კავშირი ჰქონოდა ხელოვნებასთან. მე ახლა „ტელევიზორში“  მივდივარ, ასე ეძახდა სასოსისეს, რომელიც საბურთალოს ქუჩაზე მდებარეობდა, რომ მოვალ, ლექსი დამახვედრეო. რა უნდა მექნა, ავდექი და დავწერე, ეს იყო პირველი ლექსი.
მეორე 10 წლის შემდეგ დაიწერა, მაშინ უკვე სკოლაში ვმუშაობდი. ლექსი ჩემს ძმას ვაჩვენე, მას მოეწონა და ეს იყო სტიმული, რომ კიდევ მომესინჯა… რადგან გია თვითონ წერდა ლექსებს და საკმაოდ კარგადაც. ჩემთვის მისი აზრი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და დღესაც ასეა. იშვიათად ვწერდი, მხოლოდ ეს ბოლო სამი წელია აქტიურად ვწერ.
სტუდენტობა. რით იყო დასამახსოვრებელი?
– დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სპეციალობით ეკონომისტ-მათემატიკოსი ვარ. სტუდენტობა, ჩემი ლამაზი მეგობრები კარგად მახსენდება… რამდენი სიკეთე და სიხარული მახსოვს მათგან. დღესაც ვმეგობრობთ.10154173_964430700271597_6813073826252554244_n
მშობლებიოჯახი
– ჩემი ოჯახი 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლია. იმერეთის ულამაზესი სოფლიდან, ღორეშიდან ვართ. ჩემი ბაბუა – გიორგი ორჯონიკიძე ფიზიკისა და მათემატიკის სპეციალისტი იყო. ლექციებს კითხულობდა ჯერ ბაქოში (სადაც მამა დაიბადა) და მერე თბილისის სამხედრო სასწავლებელში ასწავლიდა. 1937 წელს დახვრიტეს. რეაბილიტირებულია 1955 წელს.
ბებია – მამიკა დევდარიანი პედაგოგი იყო, ძალიან კარგად ხატავდა (28 წლის გარდაიცვალა. მაშინ მამა 1 წლის იყო). ჩამოგვართვეს სახლი პლეხანოვზე. მამა მამიდებმა გაზარდეს. მამა – თამაზ ორჯონიკიძე მეღვინე იყო. დედა – მერი ღონღაძე – მუზეუმის მეცნიერ-მუშაკი. ჩემი და – მაია პედაგოგია, ისიც ასწავლის მათემატიკას. მყავს ძმა – გია, მუშაობს გამომცემლობა „პეტიტში“, დიზაინერია.
1984 წელს გავთხოვდი. ჩემი მეუღლე იყო – ვაჟა ლებანიძე. გარდაიცვალა 1993 წელს. მყავს ორი შვილი და ერთი შვილიშვილი.
 ლექსებს პირველად დედას უკითხავთ…
– დედა – ეს ის ადამიანია, რომელსაც ჩემი ყველაფერი ზუსტად ესმის. ისევ ისეთივე საყვარელი, ისევ ისე თბილი, ისევ იუმორის გრძნობით სავსეა. თუმცა კი შეიცვალა ფიზიკურად, სახსრები აწუხებს ხშირად, ძალიან მეტყველი თვალები აქვს, ბრიალა და წყლიანი, თუმცა ის სხივი აღარ აქვს, ადრე რომ ჰქონდა, მაგრამ, ახლაც ეტყობა შიგ დაბუდებული სითბო. თუკი რაიმე ჩემში დადებითია, მისგან არის.
ძალიან კარგად მღეროდა, არაჩვეულებრივი ხმა ჰქონდა, ხმასაც დაბერება სცოდნიაო, იტყვის ხოლმე, ჩვენ, არცერთი შვილი არ დავემგვანეთ ამ სიკეთეში. პოეზია უყვარს და ისე მალე იმახსოვრებს დიდი მოცულობის ლექსებს, გაოცებული ვრჩები. მას კი უკვირს, რა მოხდა მერე, ხალხმა „ვეფხისტყაოსანი“ იცის ზეპირადო, იმას კი არ ფიქრობს, 85 წლის რომ არის. თვითონაც ძალიან უყვარს პოეზია. უამრავი ლექსი იცის ზეპირად და სულ კითხულობს მხატვრულ ლიტერატურას. ჩემს ახალ ლექსს სულ ელოდება, ამბობს: ეს მაცოცხლებსო…
თქვენს მინიატიურებში ახსნილია, რატომ არ გაჰყევით ხატვას და მუსიკასნანობთ?16118156_1215934471787884_1642774776_n
– ჩემი პროფესიის ხიბლი ბავშვების უსაზღვრო სიყვარულია. არ ვნანობ, მაგრამ სხვა დროსა და ვითარებაში სხვა პროფესიას ავირჩევდი.
სკოლაში მათემატიკას ასწავლითროგორ უთავსებთ შემოქმედებას და პედაგოგობას ერთმანეთთან?
– ადვილი არ არის ასეთ საპასუხისმგებლო სამსახურთან ერთად დრო გამონახო პოეზიისთვის, ხატვისთვის, მაგრამ როცა გიყვარს ისინი, ყველაფერს შეძლებ, მთავარია მუზა.
ხატვა 24 წლის ასაკში დავიწყე. შვილი ერთი წლის იყო. შესაბამისად, არ მქონდა თავისუფალი დრო, მაგრამ არანორმალურმა სურვილმა – მეხატა, ღამეები გამათენებინა. მაშინ რამდენიმე ნახატი დავხატე. მერე ომი დაიწყო, არეულობა, უშუქობა, უიმედობა.
მეუღლეც გარდაიცვალა, სახლში ორი ხელით მოსავლელი ადამიანი – დედამთილი და მეუღლის ბებია მყავდა. ხატვის დრო აღარ იყო. მხოლოდ ექვსი თვის წინ, 22 წლის შემდეგ,  ისევ განვაახლე და მიხარია. რამდენიმე ნახატი გაიყიდა კიდეც.
– 2014 წელს გამოვიდა თქვენი ლექსებისა და მინიატიურების კრებული – „ის მზე, რომელიც სახლობდა ჩემში“. რას ნიშნავს თქვენთვის პოეზია
– რადგან ლექსი მხოლოდ მაშინ იწერება, როცა რაღაც გაწუხებს, რაღაც სულს გიფორიაქებს… პოეზია ჩემთვის სულის სალბუნია.
მრავალი განსაცდელი გქონიათ ცხოვრებაში, მეუღლის გარდაცვალება… 90-ანი წლების მძიმე პერიოდი. გაჭირვებაორი შვილით მარტო დარჩენადა მაინც, რას უძლებს ადამიანი?
– საშინელი წლები გამოვიარეთ ყველამ. ძნელი ასატანი იყო, ძნელად გადასატანი… მაგრამ ყველაფერი წარსულში დარჩა. რა წლები იყო… არც შუქი, არც გაზი… არც იმედი. 93 წელს ვაჟა (ჩემი მეუღლე) გარდაიცვალა, ფული გაუფასურდა… თითქოს ცა დამემხო თავზე. სახლში დედამთილი და მეუღლის ბებია, ვაჟას სიკვდილის შემდეგ, ლოგინად ჩავარდნენ. ერთი ერთ ოთახში იწვა, მეორე მეორე ოთახში. ჩემი შვილები, პატარები იყვნენ, თიკო 8 წლის, გიორგი 6-ის. წელიწადნახევარში ბებია გარდაიცვალა, მალე – ჩემი დედამთილიც. დედამთილის ორმოცზე კი – მამამთილი.16118006_1215937428454255_1194535527_n
არ ვიცი, ალბათ ადამიანს აქვს დამატებითი ენერგია, რომელიც ასეთი განსაცდელის დროს მუშაობს და ძალას გაძლევს, რომ არ დაეცე. თან ძალიან ახალგაზრდა, 31 წლის ვიყავი და ამიტომაც შევძელი.
პარალელურად სკოლაში ვმუშაობდი, სახლშიც მოსწავლეები მყავდა. სულის საზრდო არაფერი იყო, საღებავებსაც ვეღარ ვყიდულობდი, რომ მეხატა. ჩვენს ქუჩაზე ერთს „დვიჟოკი“ ჰქონდა, გამანაწილებლით ტელევიზორი ქუჩაში გამოქონდათ და იქ უყურებდა მთელი ქუჩა სერიალებს, სხვა საინტერესო არც არაფერი ხდებოდა, სულის საზრდოდ ეს ვერ გამოდგებოდა და მეც ლექსების წერა დავიწყე, ვწერდი ტკივილზე, არარსებულ სიხარულზე და ასე გადიოდა დრო.
მიუხედავად ყველაფრისა, მაინც იყო რაღაც ლამაზი, რაღაც სიხარულით სავსე დღეები, ჩემი ულამაზესი მეგობრები და ლამაზი სიზმრები, ალბათ სასაცილოა, მაგრამ ისეთ ლამაზ სიზმრებს ვნახულობდი, იმედით ვივსებოდი. ჩემმა მეგობრებმა, სიზმრების მინისტრიც კი შემარქვეს. ალბათ იმედია ყველაზე მთავარი… შინაგანად ძალიან ოპტიმისტი ვარ. ვიცი სიცოცხლის ფასი… ალბათ ამან გადამარჩინა.
როცა საღებავების ფული არ გქონდათ, ლექსებს წერდითახლა? როდის იწერება ლექსი და როდის ხატავთ?
– როცა ვხატავ, მთლიანად მასში ვარ ჩაფლული და თითქმის არ ვწერ. მუზას გააჩნია. მის გარეშე არაფერი გამოვა და საერთოდ ყველაფერი ღმერთის ნებაა.

ლექსი, ჩვენი მკითხველისთვის

***
ვიყავ მდინარე, ჩემს კალაპოტში მშვიდად ვიდოდი,945253_509391742442164_2126207959_n
ჩემი სათავე მთის ძირიდან იწყებდა დენას,
იქ სადაც სუფთა ჰაერია და ტყე შრიალებს,
ჩიტები რომ არ აჩერებენ ჟღურტულა ენას…
მოვლივლივებდი ქვებზე ხტუნვით ანკარა წყალი,
ვლოკავდი ნაპირს, გვირილები გზად რომ მეფინა.
მამღვრევდა წვიმა და ღრიალით ბოგირს ვწვდებოდი,
დარი იყო და მეც ვხდებოდი ისევ ფოფინა.
მერე კლდის თავს რომ მივადექი, ზედ დავეკიდე,
ქვებს დავეხეთქე და მტკიოდა მთელი სხეული,
არ შევიმჩნიე, რადგან ვარდნას ჰქონდა ის ეშხი,
სიცოცხლეს რომ აქვს სიცოცხლისგად გადარეულის.
ახლა ზღვას ვერთვი, მისი ერთი შენაკადი ვარ,
აქ სხვა ტალღების უცნაური მესმის დგაფუნი,
აქ წვიმის მერე ხშირად ვხედავ, ვით სათნოებას,
ცაზე შვიდფერა სიმშვიდეა გამოსახული.
ვეძებ ჩემს ნაპირს, გვირილების რომ გამყვა დარდი,
და იმედივით, იალქნიან ნავს დავატარებ,
ყველგან მოვძებნე, სადაც მივწვდი… მომექცა მხარი…
ისიც არ ვიცი, რომ ვიპოვი, თუ გავახარებ.

– „
გულის ჭრილობაზე ნაკემსივით მადევს სევდიანი ფოთოლცვენა“… და მაინც ამოდიოდა და ამოვა მზე
– ჩემი ცხოვრება მოულოდნელობებით იყო სავსე, ამიტომ არ ვიცი, დაბეჯითებით რა ვთქვა… ვნახოთ… ჩემი ოცნებები კი მხოლოდ დადებით ემოციებს გააგზავნიან კოსმოსში უკან სინათლედ დასაბრუნებლად.

თამარ შაიშმელაშვილი


16117709_1215934981787833_940210038_n

16118599_1215934321787899_721232433_n


16117499_1215935061787825_1723242805_n

16144155_1215934725121192_2147168930_n

15996083_1215936045121060_1590519948_n

16128787_1215934378454560_1289618728_n

 16128535_1215934438454554_2008047699_n

16118019_1215934205121244_1603040349_n (1)

16128586_1215934835121181_413298706_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები