შსს-მ გურჯაანში უკანონო იარაღი ამოიღო (ვიდეო)

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული შ.მ., ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას, „MAUZER-WERKE A.G.OBERNDORF“-ის მოდელის არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდითა და 5 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები