NDI – გამოკითხულთა 18%-ს მიაჩნია, რომ 2012 წლის არჩევნების პერიოდში უფრო მეტი ძალადობა იყო, ვიდრე 2016 წელს

2012 წლის არჩევნების პერიოდში უფრო მეტი ძალადობა იყო, ვიდრე 2016 წელს – ასე მიიჩნევს გამოკითხულთა 18%. კვლევა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა დღეს გამოაქვეყნა. NDI კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, 2012 და 2016 წლების საპარლამენტო არჩევნებში ძალადობას ადგილი საერთოდ არ ჰქონია. კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 12% მიიჩნევს, რომ 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ძალადობა უფრო მეტი იყო, ვიდრე 2012-ში, ხოლო გამოკითხულთა 46%-ის აზრით, ძალადობას ადგილი საერთოდ არ ჰქონია. ამასთან, კითხვაზე – 2012 და 2016 წლების საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში ზეწოლას ჰქონდა თუ არა ადგილი, გამოკითხულთა 10% მიიჩნევს, რომ ორივე არჩევნების დროს, ამ მხრივ, ერთნაირი სიტუაცია იყო. კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 17%-ს მიაჩნია, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში უფრო მეტად ჰქონდა ზეწოლას ადგილი, ვიდრე 2016 წელს. გამოკითხულთა 11%-ის აზრით კი, ზეწოლა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში უფრო მეტი იყო, ვიდრე 2012 წელს. რაც შეეხება გამოკითხულთა უმრავლესობას, 47%-ს მიაჩნია, რომ 2012 და 2016 წლების საპარლამენტო არჩევნებში ზეწოლას ადგილი საერთოდ არ ჰქონია.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო მედიას ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პოლიტიკურ ნაწილს წარუდგენს.
კვლევის საველე სამუშაოები 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები