შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო (ვიდეო)

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ვ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, კალაშნიკოვის კონსტრუქციის არარეგისტრირებული ავტომატი და მჭიდი ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები