ელიზბარ ჯაველიძე: მაინცდამაინც ელენე ხოშტარიას უნდა ეუპატიურებინა კაცები და ბოხი ხმით ეყვირა, სულს ამოგხდითო?!

“მე ნაცი ადამიანად არ მიმაჩნია“, – აცხადებს აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე და გაზეთ „ასავალ-დასავალში“ და პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ დაპირისპირებაზე საუბრობს. თუმცა, აკადემიკოსი ამავე ინტერვიუში ამბობს, რომ მას არ სჯერა ამ პარტიის გაყოფა ან დაშლა. ჯაველიძეს მიაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელი და უკვე ყოფილი წევრები რაღაცას „ოინბაზობენ“ .
აკადემიკოსი გამოცემასთან „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრების წარსულს იხსენებს და მათ მიერ ჩადენილ ქმედებებზე საუბრობენ. „ეგენი რაღაცას ოინბაზობენ. შესაძლოა, სკამები ვერ გაინაწილეს, თორემ იდეურად ისინი მაინც ერთნი არიან! მათი იდეა კი ქართული სულიერებისა და ტრადიციების იავარქმნაა! ახლა, გვიმტკიცებენ – აქაოდა მიშა სისხლიანია, ჩვენ კი, სუფთები და მამა აბრამის ბატკნები ვართო! ნაცები კი არ გაიყარნენ, ქვეყნიდან უნდა გაიყარონ! მე ვიყავი მიშას სისხლიანი რეჟიმის დროს მინისტრის მოადგილე?! მაინცდამაინც ელენე ხოშტარიას უნდა ეუპატიურებინა კაცები და ბოხი ხმით ეყვირა, სულს ამოგხდითო?! ეს ხოშტარია არ არის, ერთსქესიანთა იდეოლოგიას რომ უწევს პროპაგანდას?! ანდა დავით ბაქრაძე მყავს „სუფთა და ანკარა“ ?! ეგ სააკაშვილის რეჟიმის ნოტარიუსი არ იყო, აგვისტოს ომისას ხალხს რომ მოუწოდებდა, დანა-ჩანგალი აიღეთ და რუსულ ტანკებს შეაკვდითო?! თვითონ კი ცოლ-შვილიანად ვაგონებით გაჰქონდათ ქონება წითელ ხიდზე! მაინტერესებს, რატომ არ გამოიძიეს აქამდე, როგორ იგებდა სააკაშვილის პარლამენტის თავმჯდომარეობისას დავით ბაქრაძის სიმამრი მილიონიან სამშენებლო ტენდერებს?! ახლა ამან უნდა დამიწყოს წესიერებაზე და მორალზე ლაპარაკი?! ანდა, ის ულვაშებიანი კატა?! რომან გოცირიძეზე ვამბობ, რომან გოცირიძე დღეს რომ ლარის ბედზე წუხს და ცრემლებს აღვარღვარებს, სინდის-ნამუსი აღარ არსებობს?! მაგან არ იყო, რომ ქვეყანა „გაგვიკუპონა“?! ანდა იქნებ გივი თარგამაძე არის ბავშვის ცრემლივით წმინდა? ახლა მიშას რომ აწმინდავს ხელებს, ეგ არ იყო, პირგაუღებლად რომ გვიკიოდა – სულს ამოგხდით, თქვე ნაძირლებოო?! აღარაფერს ვამბობ, ბოკერიაზე, რომელსაც იდაყვებამდე აქვს ხელები ქართველების სისხლში ამოსვრილი! ეგ იყო „ნულოვანი ტოლერანტობის“ მთავარი იდეოლოგი! ეგ იყო აგვისტოს ომის მთავარი რეჟისორი! ეგ იყო ციხის ბუნტის დროს პატიმრების საკნებში ავტომატის ჩაცხრილვის ორგანიზატორი!„ – აცხადებს ელიზბარ ჯაველიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები