“არ გამოვრიცხავ, ჟვანიასა და პატარკაციშვილის მკვლელობები თავად ნაცებმა გახსნან და ერთმანეთს ყველაფერი წამოაძახონ“

“არ გამოვრიცხავ, ზურაბ ჟვანიასა და ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობები თავად ნაცებმა გახსნან და ერთმანეთს ყველაფერი წამოაძახონ“, – აცხადებს გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში გარდაცვლილ ბადრი პატარკაციშვილის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, ანალიტიკოსი გიორგი ბერიძე.
გიორგი ბერიძე გამოცემასთან დღევანდელ ნომერში „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა დაპირისპირებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ განადგურებულია. მას მიაჩნია, რომ „ნაცმოძრაობის“ წევრები ერთმანეთს ისე არიან დაპირისპირებულები, რომ ერთმანეთის მიმართ „ლანძღვა-გინებას“ არ იშურებენ. „ნაცები მოკვდნენ! აქ ლაპარაკია არა მხოლოდ ნაცპარტიის შიგნით იდეურ და დიალექტიკურ დაპირისპირებაზე. არამედ, უშუალო გაყოფაზე, ერთმანეთის ლანძღვა – გინებაზე და იმ ნაძარცვ-ნაალაფარის მიტაცებაზე, რომელიც სააკაშვილმა და მისმა ბანდამ მთელი ამ წლების განმავლობაში დააგროვეს. წყალი არ გაუვა – ნაცმოძრაობა განადგურებულია! ნაცპარტიაში ნამდვილი ომი და უბედურება ახლა იწყება! ყველამ კარგად იცის, რომ ნაცების ხაზინადარი და მთავარი დამფინანსებელი იყო კეზერაშვილი, რომელიც ადეიშვილთან ერთად სააკაშვილის ფაშისტური პარტიის შავ ფულს „ობშიაკს“ აკონტროლებს. კეზერაშვილს ნაცების დაფინანსება მობეზრდა და სექტას ფულის მიწოდება შეუწყვიტა!“ – აცხადებს გიორგი ბერიძე.
გიორგი ბერიძის ინფორმაციით, დავით კეზერაშვილმა პარტიას არაერთხელ გადმოურიცხა დიდძალი თანხა, თუმცა მან ამ დაფინანსების შედეგი ვერ დაინახა და დაფინანსება შეუწყვიტა. მისივე თქმით, კეზერაშვილის სოლიდური დაფინანსებით კობა ხაბაზს ორგანიზაციაც კი შეუქმნეს, მაგრამ ესეც უშედეგო გამოდგა.
„რაკი გამარჯვებულებს არ სჯიან, ე.ი. ისჯებიან წაგებულები. ახლა დადგა ის ეტაპი, როცა წაგებულები უნდა დაისაჯონ და ის სასჯელი მოიხადონ, რაც დაიმსახურეს!“ – აცხადებს ბადრი პატარკაციშვილის უსაფრთხოების ყოფილი უფროსი გიორგი ბერიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები