„ღვინის ნულოვანი მერიდიანი” ეინდჰოვენის კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში მოხვდა

დოკუმენტური ფილმი „ღვინის ნულოვანი მერიდიანი”/Prime Meridian of Wine  ეინდჰოვენის კინოფესტივალ DOCfeed-ის ოფიციალურ სელექციაში მოხვდა.
ამ ინფორმაციას  „თბილისის ღვინის სკოლის“ ფეისბუქის გვერდი ავრცელებს. კინოფესტივალი DOCfeed გამორჩეულია იმით, რომ ფილმებს უჩვენებენ pop-up-ის კინოთეატრებში, უმეტესწილად ეინდჰოვენის ძველ უბნებში, რაც სანახაობას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
ფილმი დაფინანსებულია „მარანი ხეცურიანის”  მიერ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით.
კონცეფციის ავტორი და პროდიუსერი – შალვა ხეცურიანი; რეჟისორი – ნანა ჯორჯაძე; სცენარის ავტორი – თამარ ბართაია; დამდგმელი ოპერატორი – მიხეილ კვირიკაძე;  აღმასრულებელი პროდიუსერი – ჟანა სარდლიშვილი; მთავარ როლში – რევაზ ხეცურიანი.
აღსანიშნავია, რომ ფილმმა უკვე ორი ჯილდო მოიპოვა: ესპანეთში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალზე – MOST 2016 წლის საუკეთესო საერთაშორისო ფილმის ტიტული მოიპოვა და ასევე საფრანგეთში გამართულ OENOVIDEO – ს ღვინის კინოფესტივალზე, როგორც წლის საუკეთესო ენოლოგიურმა ფილმმა, სპეციალური პრიზი მიიღო.
ფილმი ასევე BARCELONA PLANET FILM FESTIVAL – ის, LOS ANGELES INDEPENDENT FILM FESTIVAL AWARD – ის და HOLLYWOOD INTERNATIONAL INDEPENDENT DOCUMENTARY AWARDS – ის საუკეთესო დოკუმენტური ფილმის პრიზზე არის ნომინირებული.
ფილმი „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ გადაიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები