მარინე ქაციბაიას შემოქმედებითი საღამო გაიმართება

23 იანვარს, 18:00 საათზე, ასოციაციის „Georgia for Friends” ეგიდით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, მარინე ქაციბაიას შემოქმედებითი საღამო გაიმართება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ეროვნული ბიბლიოთეკა განსაკუთრებული საჭიროებების (შშმ პირის) მქონე პოეტისა და მხატვრის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ პოეტები, მწერლები, მუსიკოს-შემსრულებლები და სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები