ვახტანგ ჯავახაძესთან შეხვედრა გაიმართება

16 იანვარს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუა“ ვახტანგ ჯავახაძესთან შეხვედრას უმასპინძლებს. ღონისძიებაზე პოეტი წაიკითხავს ლექსებს ახალი კრებულიდან – „ელეგია და სხვა“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, კრებულში შესულია ვახტანგ ჯავახაძის მიერ 2012-2016 წლებში დაწერილი ლექსები, რომლებიც პერიოდულად ქვეყნდებოდა ლიტერატურულ პრესაში და მკითხველის ინტერესსა და გამოხმაურებას იწვევდა.
ვახტანგ ჯავახაძე არის შოთა რუსთაველისა და გალაკტიონ ტაბიძის პრემიის ლაურეატი. მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია „გალა“ (2008) ნომინაციაში წლის საუკეთესო სამაგიდო წიგნი წიგნისათვის „უცნობი“ და ლიტერატურული პრემია „საბა“ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები