საბურთალოს რაიონში ზოგიერთ ქუჩას და რესპუბლიკურ საავადმყოფოს გაზის მიწოდება შეუწყდა

საბურთალოს რაიონში ზოგიერთ ქუჩას და ობიექტს, მათ შორის, რესპუბლიკურ საავადმყოფოს, გაზის მიწოდება შეუწყდა.

როგორც „კვირას“ “ყაზტრანსგაზ-თბილისიდან“ აცნობეს, დღეს, 06:00 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა საბურთალოს რაიონში, შევარდენიძის ქუჩა, საბურთალოს ქუჩა №57-67 კორპუსების (კარტოზიას ქუჩა), ყაზბეგის გამზირი №18, №20, ზაქარიაძის ქუჩა, ასათიანის ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი №37, №39, ვაჟა-ფშაველას ჩიხში მდებარე კორპუსების, ნუცუბიძის ქუჩა №2-50, 1-57, ზემო-ვეძისის, ჩიქოვანის ქუჩის, მეგრელაძის ქუჩების მოსახლეობის ნაწილს და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს, მათ შორის, რესპუბლიკურ საავადმყოფოს, სამედიცინო უნივერსიტეტს და სასტუმრო „ბატესტას“.

მათივე ინფორმაციით, გაზის მიწოდება  სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღდგება.
„შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები