„გააგრძელე საქართველოს ისტორია“ – პროექტის მხარდასაჭერად აქცია გაიმართება

13 იანვარს, 18:00 საათზე, საზოგადოებრივ მაუწყებლთან აქცია გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ქართული ტელევიზიის სივრცეში დაფინანსება უწყდება ერთადერთ ეროვნულ-პატრიოტულ პროექტს – „გააგრძელე საქართველოს ისტორია“. ადგილზე შეგროვდება ხელმოწერები მოთხოვნით, რომ გაგრძელდეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე ამ პროექტის წინანდებურად დაფინანსება. აქცია არ ეკუთვნის რომელიმე კონკრეტულ ორგანიზაციას და იწვევს ყველა პატრიოტს და საღად მოაზროვნე ადამიანს.
გააგრძელე საქართველოს ისტორია! – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები