„ბოკერია-უგულავას დაჯგუფებას პარტიის ოფისიდან ინვენტარი და ნივთები გააქვს!“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან პარტიის ორად გაყოფილ ჯგუფის რამდენიმე პირს ინვენტარი გააქვს. როგორც დათა ახალაიას ადვოკატი და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ირაკლი ზაქარეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, პარტიის ოფისიდან ინვენტარი ბოკერია-უგულავას დაჯგუფებას გააქვს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ინვენტარი პარტიის წესდების თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ ბალანსზე ირიცხება.

„ბოკერია–უგულავას დაჯგუფებას პარტიის ოფისიდან ინვენტარი და ნივთები გააქვთ! აღკვეთეთ!“ – წერს ირაკლი ზაქარეიშვილი სოციალურ ქსელში.
bokeria

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები