ზვიად კვირიკაძე: სააკაშვილმა ჟვანია სწორედ დათა ახალაიას მოაკვლევინა!

„ზურაბ ჟვანია მოქალაქეთა კავშირის ვაშლიჯვრის ოფისში მოკლეს“ – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ- დასავალი“ დღევანდელ ნომერში მკითხველს ზვიად კვირიკაძესთან ინტერვიუს სთავაზობს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სიკეთის, სიმართლისა და ერთიანობის კავშირის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე, იურისტ ზვიად კვირიკაძის განცხადებით, იგი დაამტკიცებს ვერსიას, რომ დათა ახალაიას გარეშე სააკაშვილს ზურაბ ჟვანია არ მოუკლავს. ამავე ინტერვიუში ზვიად კვირიკაძე წარსულს იხსენებს და საუბრობს, თუ რა დავალებებს აძლევდა მიხეილ სააკაშვილი დათა ახალაიას. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე ამბობს, იგი ზურაბ ჟვანიას ძალიან ახლო მეგობარი იყო, უფრო მეტიც, მის აღზრდაში გარდაცვლილ პრემიერს დიდი წვლილი მიუძღვის. მისი თქმით, იგი ზურაბ ჟვანიას ვაშლიჯვრის ოფისში ხშირად აკითხავდა. კვირიკაძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ჟვანიას შორის დაპირისპირება დიდი ხანი გრძელდებოდა, თუმცა ზურაბ ჟვანია ამ დაპირისპირებას ყურადღებას არ აქცევდა.
„თბილისში, ბერიანიძის ქუჩაზე, ნაცმოძრაობის ცენტრალურ ოფისში, ერთხელ მიხეილ სააკაშვილისა და დათა ახალაიას შორის ასეთ საუბარს შევესწარი: დათა ახალაია ეუბნება სააკაშვილს: – დღეს ზურაბ ჟვანიას სპორტის სასახლეში ამომრჩეველთან შემაჯამებელი შეხვედრა ჰქონდა, ბევრი ხალხი იყო და ეს შეხვედრა ძალიან პომპეზურად აღინიშნაო. ამაზე სააკაშვილმა დათა ახალაიას გესლიანად უპასუხა – ჟვანიას დედას ვუტირებთ, მალე გავანადგურებთ, მაგას ეგ შეხვედრები და ფერადი ბუშტები არ უშველისო,“ – ამბობს გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ზვიად კვირიკაძე.
როგორც კვირიკაძე იხსენებს, ეს ინფორმაცია მან ზურაბ ჟვანიას უამბო. თუმცა, ჟვანიამ ასე უპასუხა: „დაწყნარდი, ჯერ არ იცი, მაგრამ გაიზრდები და მიხვდები, რომ პოლიტიკაში ასეთი რამ ჩვეულებრივი მოვლენააო!“ აქვე კვირიკაძე იხსენებს, რომ „ვარდების რევოლუციის“ დღეებში ზურაბ ჟვანია სააკაშვილის მუქარას სერიოზულად არ აღიქვამდა, თუმცა დრომ დაადასტურა, რომ ცდებოდა. არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი მთავარი პროკურატურის იმ გამომძიებლებს მიმართავს, ვინც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას საქმეზე გამოძიებას აწარმოებს, რომ სწორედ ამ ვერსიას მიაქციონ ყურადღება. ამასთანავე იგი დასძენს, რომ მთავარ პროკურატურაში დღემდე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისდროინდელი პროკურორები მუშაობენ და ჟვანიას საქმეზე გამოძიება ხელოვნურად ჭიანურდება. ზვიად კვირიკაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოცემას საკუთარ ვერსიას უმხელს.
„კანცელარიის შენობიდან ვაშლიჯვრის ოფისისკენ მიმავალ ზურაბ ჟვანიას სააკაშვილმა უკან ახალაიას ხალხი დაადევნა, რომლებმაც დაცვა მაშინვე გაანეიტრალეს. ბატონი ზურაბი ვაშლიჯვრის ოფისში გააკავეს და შპრიცით სხეულში CO შეუყვანეს. დათა ახალაია იყო სააკაშვილის პირადი ქილერი, მისი ყველა ბინძური შეკვეთის შემსრულებელი და დარწმუნებული ვარ, ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმეს სააკაშვილი სხვას არავის ანდობდა თუ არა დათა ახალაიას. რასაც ვამბობ ჰაერზე არ ვლაპარაკობ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ დათა ახალაია იყო სააკაშვილის ყველაზე სანდო პირი. იმასაც ვიტყვი, თუ რა ჩვევა ჰქონდა, როცა თავის ბანდას შეკრებდა და „თათბირს“ დაიწყებდა! სააკაშვილი ამ კრიმინალებს რომ შეკრებდა, მერე ცხვირზე აისვამ-ჩამოისვამდა ხელს და პირადად დათა ახალაიას ჰკითხავდა – დღეს ვინ უნდა მოიტ..ნას?! იმ კამათისა და დაპირისპირების გათვალისწინებით, რაც ზურაბ ჟვანიასა და სააკაშვილს შორის ხდებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ დათა ახალაია სააკაშვილის პირადი ქილერი და უახლოესი ხელქვეითი იყო, დარწმუნებული ვარ, სააკაშვილმა ჟვანია სწორედ დათა ახალაიას მოაკვლევინა! – აცხადებს ზვიად კვირიკაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები